სიახლეები იხილეთ, ახალი სამარშრუტო ხაზების ჩამონათვალი, რომლებიც თბილისში 16 აპრილიდან ამოქმედდა 2022, 16 აპრილი, 15:45
16 აპრილიდან თბილისში ახალი მარშრუტები ამოქმედდა.
იხილეთ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი სამარშუტო ნომრები და განრიგი:
- " N298 ავტობუსი - უზრუნველყოფს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“, ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით;
- N299 ავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანის ქუჩისკენ);
- N300 ავტობუსი - დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება.
- N303 ავტობუსი - მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება;
- N366 ავტობუსი - სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“);
- N396 ავტობუსი - ჩაანაცვლებს N408 მიკროავტობუსს. იგი მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას;
- N399 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს."
"მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები"
- N408 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას;
- N420 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება;
- N537 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ „დელისიდან“ უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს;
- N549 მიკროავტობუსი - მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას;
- N552 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ „300 არაგველთან“ დააკავშირებს;
- N553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ იმოძრავებს, გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით;
- N554 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დააკავშირებს;
- N555 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“, შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით;
- N556 მიკროავტობუსი - მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს;
- N558 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ „დელისამდე“, ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.
"სხვა სიახლეები":
- მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546;
- N411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას;
- N419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება;
- N422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს;
- N427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს;
- მიკროავტობუსი - N486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას;
- N476 მიკროავტობუსის მარშრუტი შეიცვლება და სადგურის მოედნიდან მგზავრებს ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით მოემსახურება.
|