x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსთავში 9 და 11 წლის ბიჭებმა ავტომობილი გაიტაცეს და ავარია მოახდინეს (ვიდეო)
image

რუსთავში 9 და 11 წლის ბიჭებმა ავტომობილი გაიტაცეს და ავარია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი " ავრცელებს.


როგორც გამოცემა იუწყება, რუსთავში, VII მიკრორაიონში, მამაკაცმა სურსათის მაღაზიასთან "ჰონდას" მარკის ავტომობილი გააჩერა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო გამოიხედა და დაინახა რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა.



დამნაშავენი კი 9 და 11 წლის ბიჭები აღმოჩდნენ, მათ დრო იხელთეს, როდესაც დაინახეს, რომ ავტომობილის პატრონი მაღაზიაში შევიდა და მანქანაში ჩაჯდნენ, საჭესთან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, ბავშვმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ "ფოლკსვაგენის", ხოლო შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილებს დაეჯახა.



ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. პაციენტების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


0
383
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0