სხვა როგორ აღნიშნა ნინიკო ნაცარაშვილმა სავარაუდოდ, კანონიერი ქურდისგან გაჩენილი შვილის იუბილე 2022, 15 აპრილი, 14:44 ნინიკო ნაცარიშვილმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც პატარა ანას ერთ თვიან იუბილეს აღნიშნავს უზარმაზარი ტორტით, ზედ წარწერით "ANNA "და "1", როგორც ცნობილია ნინიკომ ბავშვი ბათუმელ კანონიერ ქურდისგან, მინდია მინდაძესგან, იგივე ლავასოღლისგან გააჩინა.იამასაც ამბობენ ლავასოღლიმ და ნინიკო ნაცარაშავილმა ფარულად იქორწინესო. ნინიკო ნაცარაშვილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება ბათუმში, მან ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნა, ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, სამი წლის შემდეგ კი დაშორდნენ, შემდეგ იგი დაინიშნა მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილზე, თუმცა ქორწილი აღარ შედგა და სრულიად მოულოდნელად დაშორდნენ. ამის შემდეგ აგორდა ჭორები, რომ ნინიკოს ურთიერთობა ჰქონდა კანონიერ ქურდთან მინდია მინდაძესთან, თუმცა ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნაცარიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცნობს ვინ არის მინდია გორაძე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ცრუობდა. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავასოღლიმ ნინიკოს დაბადების დღეზე, როემლიც თებერვალში იყო ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი და ზღვა ყვავილები აჩუქა..ნინიკომ ამის ამსახველი ვიდეო სთორიში გამოაქვეყნა. 40 წლის ლავას ოღლი დაიბადა ბათუმში, 2013 წელს აკურთხეს ქურდად, 2015 წელს დააკავეს მოლდოვაში, დეპორტაციის შემდეგ აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის იანვარში.გათავისუფლების შემდეგ ლავასოღლი თურქეთში გადავიდა. მინდია გორაძეს (ლავასოღლი) საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში, 22- წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად. მსჯავრდებულ მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. ამ დროს თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. თურქეთის ციხეში მყოფი ლავასოღლის ნათესავები და ახლობლები მოითხოვდნენ, რომ მას სასჯელი საქართველოში მოეხადა და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა. რადგან საქართველომ არ მოითხოვა მისი ექსტრადირება, იგი ბელარუსში გადაიყვანეს. 1284 2-ს მოსწონს
|