x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი ამისგან ღირსეულ ნაბიჯს რატომ ველოდოთ? იმიტომ რომ ბულკია და ჟურნალისტებს უყვართ?" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ლელო საქართველოსთვის" წევრის, დავით უსუფაშვილის უკრაინაში ვიზიტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"კომუნისტური პარტია ხომ დაანგრია შიგნიდან და ახლა ქოცებს აძახებინებს ვაი დედას!


წარსულს აქვს მნიშვნელობა - კაცი კომპარტიაში შევიდა ეროვნული მოძრაობის პიკში!

მერე დადგა და ბიძინას მითითებებით სამარცხვინო წერილები წერა ნიუ იორკ თაიმსში და ევროპარლამენტარებს ამუნათებდა ევროპას შორდებითო.



აი ამისგან ღირსეულ ნაბიჯს რატომ ველოდოთ? იმიტომ რომ ბულკია და ჟურნალისტებს უყვართ?


No thank you!" - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.


საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის თქმით, უკრაინაში ამ სამძიმრის ვიზიტის დროს საქართველოს მოსახლეობა რაც შეიძლება სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი:


"ჩვენ მივდივართ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, აი, ამ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთანაა შეთავაზება.


მე ვლაპარაკობ "ლელოს" სახელით და მე მგონია, რომ ამ ვითარებაში ყველაზე სწორი და ადეკვატურია, რაც შეიძლება სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი უკრაინელებთან სოლიდარობის და ამ სამძიმრის ვიზიტის დროს" - აცხადებს დეპუტატი.


შეახსენებთ, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს გაემგზავრება. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დელეგაციის შემადგენლობა "იდეალურად დალაგდა", რადგან მასში "ენმ"-ე წარმოდგენილი არ არის. კობახიძის თქმით, "ომის პარტია" ბორდს მიღმა უნდა იყოს.


დღეს კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრიანაში წამსვლელ დელეგაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.






0
722
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
722