x
ტონი მორისონის 7 ლეგენდარული გამონათქვამი
ტონი მორისონის 7 ლეგენდარული გამონათქვამი

იხილეთ ტონი მორისონის 7 ლეგენდარული გამონათქვამი:

1."მწერლის ცხოვრება და შემოქმედება კაცობრიობისთვის ძღვენი კი არა, გარდაუვალი აუცილებლობაა."

2."ჩვენ აღარ გვჭირდება მწერლები, რომლებიც ეული გმირები არიან. ჩვენ გვჭირდება გმირი მწერლების ერთიანი მოძრაობა, რომელიც მტკიცე, მებრძოლი და უკომპრომისო იქნება"


3."ენა მხოლოდ და მხოლოდ სახელდაურქმეველი საგნების შიშისგან გვიცავს. ენა მარტოოდენ ჩვენი აზროვნების ანარეკლია"

4."რასიზმის სიღრმისეული დანიშნულება ყურადღების გადატანაა. ის გაიძულებს, რომ შენს საქმეს მოსწყდე. გაიძულებს, მუდმივად და დაუსრულებლად ახსნა შენი არსებობის მიზეზი. ვიღაც გეტყვის, რომ საკუთარი ენა არ გაგაჩნია და შენც 20 წლის დახარჯვა გიწევს იმაში, რომ საპირისპირო დაამტკიცო. ვიღაც გეტყვის, რომ შენი თავის ფორმა ნორმალური არ არის და მეცნიერებთან ერთად უნდა დაამტკიცო, რომ არა, არის. ვიღაც გეტყვის, რომ ხელოვნება არ გაგაჩნია და კვლავ უნდა დაიწყო საწინააღმდეგოს მტკიცება, არადა ამ ყველაფრის დასამტკიცბლად გარჯა სულაც არ არის აუცილებელი"

5."არასდროს ვთხოვდი ტოლსტოის, რომ ჩემ შესახებ, ოჰაიოს შტატ ლორეინში მცხოვრები ფერადკანიანი პატარა გოგოს შესახებ დაეწერა. არც ჯოისს ვთხოვდი, რომ კათოლიციზმი და დუბლინის სამყარო არ ეხსენებინა თავის წიგნებში. არასდროს. და არ ვიცი, რატომ უნდა მთხოვოთ მე, რომ თქვენი ცხოვრების შესახებ მაინცდამაინც თავად მოგიყვეთ"

6."ჩვენ ვკვდებით და შესაძლოა, ცხოვრების აზრიც ეს არის, მაგრამ ამავდროულად ვქმნით ენას, რაც ჩვენი სიცოცხლის საზომი შეიძლება იყოს"

7."მსურდა, რომ დომინანტური მზერისგან გათავისუფლებულს, თეთრკანიანთა მზერის გარეშე მეწერა. ადრეულ წლებში აფროამერიკელი მწერლების მიერ, რომლებიც ძირითადად კაცები იყვნენ, დაწერილ წიგნებში ვგრძნობდი, რომ ისინი ჩემთვის სულაც არ წერდნენ. მე კი რაც მაინტერესებდა, სწორედ აფროამერიკელების გამოცდილება იყო ყველგან და ყველა დროს. ყოველთვის აფროამერიკული კულტურითა და ხალხით ვიყავი დაინტერესებული — იქნებოდა ეს კარგი, ცუდი, გულგრილი თუ სხვა ნებისმიერი — როგორიც უნდა ყოფილიყო, სწორედ ეს იყო ჩემი სამყარო"



0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0