x
ჯემალ ქარჩხაძეს 12 გენიალური გამონათქვამი
 ჯემალ ქარჩხაძეს 12 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ ჯემალ ქარჩხაძეს 12 გენიალური გამონათქვამი:

1."რაც უფრო მორიდებულია ადამიანი, მით უფრო ანტიმორიდებული ხდება, როცა კი მორცხვობას დაძლევს."

2."წინასწარ მომზადებული საქციელი არასოდეს ბუნებრივი არაა."


3."შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია, ქალი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. რადგანაც, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია."

4."მამალი აიფხორება და როგორღაც გვერდულად წავა დედლისაკენ, თითქოს ცეკვავსო. დედალი, ვითომ შორს დაიჭერს მამლის არშიყობას, ყასიდად გაიქცევა. იქნებ სულაც არ გარბის ყასიდად. იქნებ ეს დადგენილი თამაშია, ერთგვარი „მოსამზადებელი სამუშაო“, რომელმაც ვნება უნდა გააღვივოს? დედალი გარბის, მამალი გაფხორილი მისდევს და ბოლოს კუთხეში მიიმწყვდევს. დედალი რომ დაინახავს, გასაქცევი აღარსაითაა, თვითონვე ჩაცუცქდება და მოემზადება."

5."ვინც ერთხელ სცადა თავის მოკვლა და ვერ მოიკლა, ის მეორედ აღარ ცდის."

6."დიდგან ყველა მამაკაცს რომ გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო, დედამიწა აქამდე ან სამოთხედ იქცეოდა, ან ნამსხვრევებად."

7."საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა."

8."ს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი."

9."ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია, ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია... რომან ადეიშვილი არანაირი არ იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი, ზოგს ნიშანი და თვისება რომ არ აქვს სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც უნიშნობა და არც უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათასჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ."

10."რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული."

11."ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით კი არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარაობებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისთვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო სასაფლაოში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენ ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გადმოდის."

12."ყველა რომ ზნემაღალი იყოს, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისგან."

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0