x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნიდერლანდების მეფემ და დედოფალმა პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ოფიციალურ მიღებაზე უარი თქვეს

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ და დედოფალმა მაქსიმამ უარი თქვეს პრინც ჰარის და მეგან მარკლის საზეიმო მიღებაზე, რომლებიც 16 აპრილს ჰააგაში ჩაფრინდებიან "დაუმარცხებლების თამაშებზე" (შეჯიბრებები ყოფილი და ამჟამინდელი სამხედრო პერსონალისთვის, ის 2014 წლიდან პრინც ჰარის ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნებში იმართება).image
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიაში ჩასულ უცხოელ სამეფო ოჯახის წევრებს სამეფო რეზიდენციაში ყოველთვის ეძლევათ ოთახები, სასექსის ჰერცოგებს სასტუმროში დარჩენა შესთავაზეს. გარდა ამისა, ნიდერლანდების სამეფო სასახლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლის აუდიენცია მათი ყოფნის თარიღებზე არ არის დაგეგმილი. ჰოლანდიაში სტუმრებს შესთავაზეს ადგილობრივი პოლიციის მომსახურება, როგორც დაცვად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი შეიარაღებულები არ იქნებიან.

მეგან მარკლისთვის ეს იქნება პირველი საერთო მოგზაურობა ქმართან ერთად შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ. მან ადრე უარი თქვა პრინც ჰარის თანხლებაზე ორსულობისა შემდეგ უკვე ახალშობილი ლილიბეტის გამო. წყვილი ნიდერლანდებში “ნეტფლიქსის" ახალი შოუს, “დაუმორჩილებელი გული"-ს გადაღებების გამო მიემგზავრება.

პრინცი ჰარი ასევე არ დაესწრო ფილიპის მემორიალს იმ მიზეზით, რომ ბრიტანეთში წასვლა მისთვის საშიში იქნებოდა დაცვის არარსებობის გამო.

0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0