x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122712
  • ვიდეო:355138
  • სურათი:494970
"ქალი აკანკალებული დამხვდა, როგორ გვიჭირს მათ გვერდზე ყოფნა... რატომ რუსეთში არ წავიდნენ, აქ რატომ ჩამოდიანო" - ჟურნალისტი ნინო ჟვანია
image

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკრაინიდან ლტოლვილების დახმარებას აპირებს.


"სასტუმროში, სადაც 24 თებერვლიდან უკრაინელები ცხოვრებენ, რომლებსაც ვეხმარები, რამდენიმე დღის წინ შეასახლეს მარიუპოლიდან ჩამოსული ასამდე ადამიანი. სიტყვა მარიუპოლზე ყველას ერთი ასოციაცია გვაქვს - ყველაზე საშინელ ბრძოლებს გამოქცეული, რუსეთის გენოციდს გადარჩენილი ადამიანები. შევაგროვე რაღაც ნივთები დღეს, წავიღე და ადგილზე დამხვდა სურათი რომელმაც შოკში ჩამაგდო. ვფიქრობ ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ბევრი აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, აგროვებენ ფულსაც და ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს სანამ ამ დახმარებას მივუტანთ ვის ვაძლევთ, ვინ არიან ისინი. მე კონკრეტულად იმ ადგილზე მოვყვები, სადაც ვიყავი და გთხოვთ სხვაგანაც გაითვალისწინეთ, სავარაუდოდ ეს თემა კონკრეტულად მარტო ამ ერთ ადგილას არ არის. ჯერ გაესაუბრეთ, გაიცანით ეს ადამიანები, რადგან შეიძლება თქვენი დახმარება მიიღოს პუტინისტ-შოვინისტმა და რუსული აგრესიის გამპრავებელმა ფაშისტმა ღორმა.


უმრავლესობა არიან ყირიმიდან. სასტუმროს ეზო გადავსებულია ძვირიანი ჯიპებით, ტესლას და მერსედეს ჯიპებით, ყველა ყირიმული ნომრებით. ჩამოსული არიან კაცებიც თავისი ცოლ-შვილით. წამოიღეს ფულიც, ჩემოდნებით პირველადი ნივთები. სულ სხვა კატეგორიის დევნილია ვიდრე ის ტურისტი აქ რომ 1 ზურგჩანთით გაიჭედა გუდაურში როცა ომი დაიწყო და არფერი გააჩნია საერთოდ. გაემზადნენ და რუსეთის გავლით შემოვიდნენ აქ ლარსიდან. ასე ჯგუფურად ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან იციან რომ აქ უფასოდ დააბინავებენ, აჭმევენ, ეფერებიან.


ახლა გეტყვით სინამდვილეში ვინ არიან. ღიად გამოხატავენ პუტინის მხარდაჭერას. სჯერათ და ლოცულობენ რომ მალე კადიროვის რაზმი ბოლოს მოუღებს აზოვის ბატალიონს. ამბობენ რომ ეს დახოცილი ქალები და ბავშვები უკრაინელების ნამოქმედარია და რუსებს აბრალებენ. პირველივე დღეს სასტუმროში, უკვე 1 თვე მცხოვრებ უკრაინელებს, ღიად დაუპირისპირდნენ, პირში მიახალეს ეს ყველაფერი და ეუბნებიან რომ ზელენსკიმ დაგღუპათ, პუტინი გადაგარჩენთ, ვინც იბრძვის თქვენები ყველა ნაცისტები ხართო. მოხდა ხელჩართული ჩხუბი. ძლივს გააშველეს ერთმანეთს. დილას საუზმეზე რომ ჩადიან, ან სადილზე, სასადილოში ერთად ვეღარ ჩერდებიან. ვიცდით რომ ეგენი ყველა გამოვიდნენ სასადილოდან და მერე შევდივართ და ვჭამთ ნარჩენებს, ოღონდაც გვერდიგვერდ არ ვიჯდეთო.



მისვლამდე დავურეკე და ვკითხე, პატარა ბავშვიანიც თუა ვინმე, რა სჭირდება რომ წამოვუღოთქო. გვერდზე ნომერში მეზობელს დაუკაკუნა - პატარა ბავშვი გყავთ და რამეს თუ დამაბარებთ გადავცემ და მოგიტანენო. ქალმა დაუწყო კივილი - მოშორდი აქედან, ბანდეროვსკაია ტი სუკაო.


ქალი დამხვდა აკანკალებული, რომ მიყვებოდა ეტირებოდა - როგორ გვიჭირს მათ გვერდზე ყოფნა. რატომ რუსეთში არ წავიდნენ, აქ რატომ ჩამოდიანო. იცით როგორი ნაგლი როჟები და ღორები არიან? - ერთერთ ჯიმმში უკრაინელებისთვის აქციაა, უფასოდ დაუთმეს კალათბურთის დარბაზი. ითამაშეთ, განიტვირთეთ, ბავშვებს მწვრთნელიც ეყოლებათო. მშობლებს უთხრეს მანამდე საუნა ან აუზი თუ გინდათ შედითო. ამ ბიდლოს კი მასაჟიც მოუთხოვიათ და როცა უთხრეს ეს არ შედის შეთავაზებაშიო სკანდალი აწიეს - ჩვენ გვითხრეს ეს ცენტრი უფასოდ ემსახურება უკრაინელებს და სად წერია აბა რომ ცურვა შეიძლება და მასაჟი და სპა არა. ჩვენ მასაჟი გვინდაო ..



ხალხო ვინ შემოდის ქვეყანაში, ვის ვაცხოვრებთ და ვაჭმევთ მუქთად, ეგ ცალკე სადარდებელია. ეს ხალხი აქ როგორ მოიქცევა და სიტუაციის გამწვავებისას რას გააკეთებენ, თავისიანებს რა ინფორმაციას მიაწვდიან, ამაზე ფიქრიც არ მინდა. ყირიმელი და მარიუპოლელი თუ ასეთია რომელსაც უკრაინის პასპორტი აქვს, წარმოიდგინეთ რუსეთის 15 ათასი მოქალაქე რომ გვყავს შემოსული ისინი რაღა იქნებიან?!


ამდენი ადამიანია ვინც დახმარებას აგროვებთ, ფულს ურიცხავთ, გთხოვთ - ჯერ გაიცანით, გაესაუბრეთ, სათითაოდ დაელაპარაკეთ. იმაზეც გული მიკვდება შარდენზე რომ წითელი ხალიჩებით დახვდნენ და რუსული სიმღერებია ყველგან ჩართული. გეხვეწებით ფულს, ჩუსტებს და ჩურჩხელას მაინც ნუ მივუტანთ რა. კარგად გაიკითხეთ სანამ ვინმეს დაეხმარებით, ჯერ გაიცანით და მათი ისტორიები მოისმინეთ" - წერს ნინო ჟვანია.

1
530
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
530
  
13 აპრილი, 21:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1