x
ბესიკ ხარანაულის გენიალური გამონათქვამები

ბესიკ ხარანაულის გენიალური გამონათქვამები

იხილეთ ბესიკ ხარანაულის გენიალური გამონათქვამები:

1.“დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი.”

2.“კაცმა გაამჟღავნა გულისნადები და მარტო დარჩა.”

3.“ზოგ ფოთოლს უფრო მეტი თავგადასავალი აქვს, ვიდრე ადამიანს.”


4.„ნიჭი, ზოგიერთი ძაღლივით, პატრონსაც ერჩის.”

5.“დაუფრაგმენტებლად რომ ჩადო სინამდვილე ადამიანში, დაიღრჩობა, ვერ გადაყლაპავს, ამიტომაც ფრაგმენტდება, ერთად არ ეძლევა.“

6.“რა საშინელი ჯალათობაა შეყვარებულისთვის თვალების ახელა.”

7.“ისე დაღლილი ვარ, რომ მთელი ქვეყნის მიწა არ მეყოფა თვალებზე დასაყრელად.”

8.“არავინ არ ისვრება ისე, როგორც ადამიანი – სურვილებისგან.”

9.“არაფერი ისე არ ვიცი, რომ ყოველდღე თავიდან არ აღმოვაჩინო.”

10.“ყოველ სიტყვაზე იფრთხილე, თითქოს იპარავ.”

11.“არის სიტყვები, რომელთა ძალაშიც ჩვენ მაშინ ვრწმუნდებით, როცა ჩვენზე წარმოითქმება.”

12.„ასაკს ამხელს მოგონებები.”

13."ნიჭიც ნაქურდალს ემსგავსება, თუ არ იხარჯება.”

14.“წვრილმა სურვილებმა დამიჭამეს დიდი ზრახვები!”

15.“ერთი პიროვნება მილიონჯერ მნიშვნელოვანია ათას საზოგადოებაზე.”

16.“სადაც არის ინტერესი, იქ ახალგაზრდავდება ბებერი ეშმაკი.”

17.“უდანაშაულოს ცრემლი სამყაროს ხელაა!”

18.“ის ამაღლდა ჩემით, ჩემიდან. რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ჭიანჭველაზე შედგე და ვარსკვლავს მიწვდე.”

19.“ყველაზე დიდი აღიარება არის შური. თუ შურთ, ესე იგი შენს წინ ფარ-ხმალი დაყარეს.”

20.“როცა რაიმეს ივიწყებ, მომავალს უტოვებ.”

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0