x
აკა მორჩილაძეს 12 გენიალური ფრაზა
აკა მორჩილაძეს 12 გენიალური ფრაზა

იხილეთ აკა მორჩილაძეს 12 გენიალური ფრაზა:

1."ცარიელი სახლი უცებ იწყენს და უცებ ხდება ავად."

2."ადამიანი ხომ გიჟია, ჩემისთანა - საერთოდ."

3."საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა... საქართველო კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა."

4."ჯერ ისედაც არ მაქვს მთლად დალაგებული ფიქრები და იმათ საკუთარი სურვილით შეწყვეტას მეტად დიდი შრომა უნდა. ჰოდა, თავისით რომ წყდება, კიდეც მიხარია ხოლმე. ყველა ფიქრს მოლოდინი ცვლის."


5."ასე იყო, თუ ისე, ეს ნამდვილია, რომ იარაღის, რევოლვერის, სროლის, რკინის სრული სიძულვილით გვზრდიდნენ და ეგ სიძულვილი ბოლომდე გამომყვა. დიდებული გრძნობაა, თუკი სიძულვილი შეიძლება იყოს დიდებული და არის ალბათ, როცა საქმე სიცოცხლის საკლავს ეხება."

6."წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება, ისე, რომ არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ."

7."ქართველებს მშვიდობა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მერე ომით თავიანთი ტყუილები გადაერეცხათ."

8."მთავარი იგი კი არ არი, რაცხას ფიქრობ, მთავარი იგია, რაფერ მეიქცევი."

9."ქალთა სიბრძნე იშვიათი ძალისაა. განსაკუთრებით, როცა საქმე ყოველდღიურობას ეხება."

10."ჩვენი ერთობა ჩვენ მიცვალებულებშია. ჩვენი სასაფლაო უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ერთად აღებული სასაფლაო დედამიწის ზურგზე. როგორც ვხვდები, ეგ კარგია. ერთი მხრივ, სასაფლაო არაფერი არ არის. მეორე მხრივ, იქ ყველაფერია."

11."ვფიქრობდი, რომ რა კარგია, რომ ობოლე აღარასდროს არ გაისვრის და თავისი დუმილით და ასე ცოცხალ - მკვდრად ყოფნით ყველა ის წინანდელი გასროლა გამოისყიდა, გოტის და მის შთამომავალთა ხელში რომ გაუბედია."

12."ზრდილობამ თუ შეგაწუხა, რაფერი ზრდილობაა, მითხარი?"

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0