x
სალმან რუშდის 10 გენიალური გამონათქვამი
სალმან რუშდის 10 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ სალმან რუშდის 10 გენიალური გამონათქვამი:


1."ისტორიაში არაფერი მეორდება. ისტორია წინ მიდის და ადამიანსაც აქვს უნარი, შეიცვალოს."


2."გაბრაზებული მეფე იმ ღმერთს ჰგავს, რომელიც შეცდომებს უშვებს."




3."როცა ადამიანს სურს, გული მოიოხოს და შეიგინოს, ამას ყოველთვის მშობლიურ ენაზე აკეთებს."


4."ყველა ნამდვილ მორწმუნეს საფუძვლიანი არგუმენტები აქვს საიმისოდ, რომ არც ერთი ღმერთი არ სწამდეს საკუთარის გარდა. და სწორედ ეს საფუძვლიანი არგუმენტები მაძლევენ უფლებას ვამტკიცო, რომ არავითარი ღმერთები არ არსებობენ."



5."ფანტაზიის რეალობად ქცევა ღმერთების უფლების უზურპაციაა და უბრალო მოკვდავის ძალებს აღემატება."


6."მათი მეფეები ველურები იყვნენ, მათ თავიანთი ღმერთი ხეზე მიაჭედეს. რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთ სასაცილო ხალხთან?"



7."თუკი ღმერთი თავის მიერვე შექმნილ ადამიანს ზურგს შეაქცევს, ადამიანი უბრალოდ არსებობას შეწყვეტს?"



8."ქალის სხეული ტკბილ სიზმრებს იწვევს."


9."როგორც ცნობილია, დიდგვაროვნები და ღვთისმსახურები, რომელთაც დღეს იმპერატორი სწყალობთ, ხვალ შეიძლება შერისხულნი აღმოჩნდნენ."



10."ყველა მმართველი ძალაუფლების საფასურს იმით იხდის, რომ მის ცხოვრებაში სიურპრიზები არ ხდება."

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0