x
იმანუელ კანტის 13 გენიალური გამონათქვამი
იმანუელ კანტის 13 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ იმანუელ კანტის 13 გენიალური გამონათქვამი:

1.”მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს – მხოლოდ საშუალება”

2."წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი, თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე."


3."ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშო. ყველაზე საჭიროა ასწავლონ ბავშვს გარჯა-მუშაობა. ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა."

4."ძირფესვიანი ზნეობრივი განახლება- ერთგვარი მეორედ დაბადება – ადამიანისა და კაცობრიობის ხასიათის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა."

5."ადამიანის ბუნების არსებით მიზანთა თვალსაზრისით, უმაღლესი ფილოსოფია იმაზე შორს ვერ წაგვიყვანს, ვიდრე ის უნარი, ბუნებას რომ ჩვეულებრივი განსჯისათვის მიუნიჭებია."

6."ადამიანის ღირსება! უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს, და შეგვეძლოს მისი დაცვა. ნუ ემონებით სხვას. დაუსჯელად ნუ დატოვებთ თქვენი უფლებების შელახვას. ნუ დაიდებთ ვალს (თუ ნამდვილად დარწმუნებული არა ხართ, რომ გაისტუმრებთ მას). ნუ მიიღებთ სხვის წყალობას. ნუ იქნებით მუქთახორა და პირმოთნე. ამით შეინარჩუნებთ ღირსებას. ხოლო ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო."

7."ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი: მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება."

8."მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება."

9."ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია."

10."ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან."

11."გონება ისეთი უნარია, რომელიც ხედავს კავშირს კერძოსთან."

12."გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა."

13."ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია."

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0