სისხლის სამართალი როგორ მოინდომეს ბათუმელი კანონიერი ქურდის "გადაგდება"-კრიმინალური არქივიდან 2022, 11 აპრილი, 12:06
ზურაბ ცინცაძე ქურდად 18 წლის ასაკში აკურთხეს. ის 1942 წელს ბათუმში დაიბადა, მაგრამ შემდეგ, როგორც ბევრი სხვა კრიმინალური ავტორიტეტი, გადავიდა მოსკოვში, რომელიც ყოველთვის იზიდავდა ყველა სახის გაიძვერას.
მაგრამ მანამდე, ზურაბ ცინცაძემ მოახერხა საკუთარ სამშობლოში თავის გამოჩენა, სადაც, სხვათა შორის, ციხეში თითქმის 21 წელი იჯდა. პირველად ის 18 წლის ასაკში გაასამართლეს დანაშაულისთვის, რომელიც იმ დროს კლასიკური იყო კანონიერი ქურდებისთვის. ზონაში ზურაბ ცინცაძეს მეტსახელად ზურიკი შეარქვეს. აქ მან თავი გამოიჩინა, როგორც პატიმარი, რომელიც იცავდა ქურდულ გაგებას . მას მარტო შეეძლო წინააღმდეგობა გაუწია კოლონიის ადმინისტრაციისთვის, რის გამოც მუდმივად ისჯებოდა ციხის შიდა განაწესის დარღვევის გამო. ის იცავდა პატიმართა უფლებებს და ახალგაზრდობის მიუხედავად, პატიმრებს შორის მრავალი შიდა კონფლიქტებს აგვარებდა.ცინცაძის ე.წ. ქურდული მიდგომა ცნობილმა კანონიერმა ქურდებმა რობერტ კალანდაძემ და ვახტანგ დარსმელიძემ, მეტსახელად ვახო ფოთინსკიმ დააფასესე, რამაც მისი ავტორიტეტი უფრო აამაღლა. ფოტოზე: გლობუსი, ვახო ფოთინსკი და ზურაბ ცინცაძე კოლონიის დატოვების შემდეგ, ზურიკი არაერთხელ დააკავეს . შემდეგ, როცა მეწარმეობა აყვავდა, კანონიერმა ქურდმა ბათუმში საკუთარი ბანდა შექმნა, რომელმაც რეკეტირობა დაიწყო. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მომხდარი ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური ცვილებების გამო, კლასიკური ქურდობა აღარ გამოდიოდა, ამიტომ კანონიერი ქურდებიც იძულებულები გახდნენ ფულის შოვნის სხვა წყარო ეშოვნათ. ზურიკმა ახალ დროს მალე აუღო და აქტიურად დაიწყო ფულის გამოძალვა ქალაქელებისგან - ვაჭრებისგან. მის ჯგუფს იმ წლებში უდიდესი გავლენა ჰქონდა ბათუმში, ქალაქის უმეტესი ნაწილი მათი კონტროლის ქვეშ იყო. ადგილობრივი მილიცია ქურდს არ ეხებოდა და მას იმდენად გაფართოვდა მისი ზეგავლენა, რომ დაიწყო სხვა დაჯგუფების ტერიტორიებზე შესვლა, მათი გაკონტროლება, კომერსანტების ცემა და მათგან ერთჯერადი გამოსასყიდის ამოღება მათი " სრული სიმშვიდისთვის". ეს შეუმჩნეველი ვეღარ დარჩებოდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ასლან აბაშიძემ ერთხელ ადგილობრივ ტელევიზიაში საუბრისას პირობა დადო, რომ ყველა პოლიციის უფროსს გაათავისუფლებდა, თუ ისინი ცინცაძის ბანდას ბოლო არ მოუღებდნენ. შედეგი იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება. თავად კანონიერი ქურდმა მოახერხა და მოსკოვში "დაითესა", რუსეთის დედაქალაქში მას ბევრი ნაცნობი ჰყავდა, რომლებმაც ასევე მოიპოვეს პოპულარობა რეკეტის სფეროში. ზურიკი სწრაფად მიდგა-მოდგა, გარშემო რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრიბა და მოსკოვის ბიზნესმენებისთვის "კრიმინალური კრიშის" ფუნქცია დაიკისრა. იმ დროს ზურაბ ცინცაძემ მეორე მეტსახელი შეარქვეს - "გრუზინი". უნდა აღინიშნოს, რომ ზურიკი ქურდულ კანონებს ბოლომდე იცავდა და სხვა ქურდების მსგავსად ფუფუნებაში არ ჩაიძირა. ცინცაძემ მისი ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფის წევრებს უცხოური მანქანების, ასევე ძვირფასეულობისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენა აუკრძალა. რეკეტით შემოსული თანხის ლომის წილს ის "ქურდების ობშიაკში" რიცხავდა. ზურიკი ბიზნესმენებზე თავდასხმის სქემას „მაიმუნს“ ეძახდა. სისასტიკით გამორჩეული ბანდის წევრები მიაკითხავდნენ ზოგიერთი კომპანიის ოფისს, აშინებდნენ, ხანდახან გაკოჭავდნენ კიდეც, ართმევდნენ ძვირფასს ნივთებს, ასევე სხვადასხვა დოკუმენტებს. შემდეგ გამოჩნდებოდა ვიღაც, რომელიც ვითომ იცნობს ავტორიტეტულ ქურდს, რომელსაც შეუძლია ნადავლის დაბრუნება და დამნაშავეებზე შურისძიება. როგორც წესი, ბიზნესმენები შეხვედრაზე თანხმდებოდნენ. ამ დორს გამოჩნდებოდა ზურიკი, რომელიც „პრობლემას“ ერთი სატელეფონო ზარით "აგვარებდა". ძვირფასი ნივთებს და საბუთებს აბრუნებდნენ სამაგიეროდ და თავად ბიზნესმენი უკვე ზურიკის "კრიშის ქვეშ" იყო და წილს უხდიდა. ფოტოზე: კანონიერი ქურდები ზური ცინცაძე და ავთო ღლონტი ხშირად ცინცაძის რეკეტის მსხვერპლნი მისივე პარტნიორი თანადამაფუძნებლებიც იყვნენ. მარტივი კომბინაციის წყალობით, ბიზნესის მეპატრონეს საქმიდან აშორებდნენ და შესაბამისად აკარგინებდნენ კონტროლს მასზე. დაახლოებით 2000 წელს ზურაბ ცინცაძემ მოსკოვში მიიწვია საკუთარი ძმა ირაკლი, რომელსაც არყის ბიზნესს ხელმძღვანელობდა. იმავე წლის გაზაფხულზე ირაკლიმ მოლაპარაკება აწარმოა სმოლენსკის სპირტიანი სასმელების დირექტორთან ირაკლი ქამადაძესთან 50 ათასი დოლარის ოდენობის არყის პროდუქციის მიწოდებაზე. გარიგების გარანტი დირექტორის ძმა თამაზ ქამადაძე იყო. მან ფული მაისში მიიღო, თუმცა გადაწყვიტა, თავად მიეთვისებინა. ამრიგად, გარიგება ჩაიშალა, ქარხანამ არ გაგზავნა საჭირო პროდუქტი. ფოტოზე: კანონიერი ქურდები :ვლადიმერ "მამულო" ჯიბლაძე, ჯემალ ხაჩიძე და ზური ცინცაძე ზურიკმა ეს პრობლემა სწრაფად მოაგვარა, ჯერ თამაზის ადგილსამყოფელი დაადგინა, შემდეგ კი 2000 წლის 29 მაისს ის გაიტაცეს . მას შემდეგ, რაც თაღლითი -გადამგდები ბანდიტებს ხელში მოხვდა, კანონიერი ქურდი მის ძმასთან მივიდა და უთხრა, რომ თამაზს მოკლავდნენ, თუკი ირაკლი ქამადაძე გამოსასყიდად 130 ათას დოლარს არ გადაიხდიდა. ირაკლიმ სერიოზულად შეშინდა და საქართველოში მყოფ ნათესავებს დაურეკა, მათი დახმარებით ცდილობდა საჭირო თანხის მოძიებას. მაგრამ საჭირო თანხა არ შეგროვდა. ამის შემდეგ გატაცებულის ცოლ-შვილი მივიდნენ პოლიციაში და განცხადება დაწერეს გატაცების შესახებ. ოპერმუსაკებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ზურიკის საქმიანობის შესახებ, მათ იცოდნენ, რომ მისი ბანდა იტაცებდა მოსკოვში დასახლებულ თანამემამულეებს, შემდგომი გამოსასყიდის მოთხოვნით. მაგრამ საქმე ის იყო, რომ არცერთ დაზარალებულს მის წინააღმდეგ განცხადება არ დაუწერია. შედეგების ყველას ეშინოდა, რადგან ბანდიტები იმ ნათესავების მოკვლით იმუქრებოდნენ, რომლებიც ბიზნესმენებს საქართველოში ჰყავდათ. არა და ამ დროს მოულოდნელად თავად დაზარალებულები მივიდნენ ცინცაძეზე განცხადების დასაწერად, სამართალდამცავებს უკვე მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად ცხოვრობდა ზურიკის ბანდა. ცინცაძის ბანდა სრული შემადგენობით აიყვანეს. მძევალი საწოლზე კუთხეში იჯდა. ის საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა; როგორც გაირკვა, ბანდიტები მას ნორმალურად ექცეოდნენ. ისიც დადიოდა ბინაში, როგორც მისი გამტაცებლები, სვამდა და ჭამდა სურვილისამებრ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მთელი საკვებს მძევლის ფულით ყიდულობდნენ, რომელსაც თან ჰქონდა რამდენიმე ათასი მანეთი. ზურიკს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მის ძმას, ირაკლის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაკიდევ .ბანდის სამ წევრს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პირობითი სასჯელით გამოძვრნენ ბინის მეპატრონეები, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ და ზურიკის ცოლი, რომელიც გამოსასყიდის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ზურაბ ცინცაძე უკვე შერყეული ჯანმრთელობით გამოვიდა ციხიდან, მას დიდხანს აღარ უცოცხლია, გარდაიცვალა 2005 წლის 3 ნოემბერს 63 წლის ასაკში, დაკრძალეს მშობლიურ ბათუმში. რუბრიკით "კრიმინალური არქივიდან" სხვა პუბლიკაციები იხილეთ ამ ბმულზე2387 3-ს მოსწონს |
რაც შეეხება პოლიციასთან ურთიერთობის პაზორს,ეგ არ არის გასაკვირი,რომ მესამედი მოსახლეობა ბიუჯეტზეა ჩამიკიდებული და ფულს თქვლეფს,თავისთავზე ხო არ მისცემს ჩვენებას. მაგის წამალიც ვიცი,ნაკლები ბიუროკრატია და კარგი წმენდა სტრუქტურებში.