მსოფლიო პუტინი განაგრძობს იმათ დაჭერას, ვინც უმტკიცებდა, რომ უკრაინელები რუსულ არმიას "ზარ-ზეიმით შეხვდებოდნენ" 2022, 9 აპრილი, 18:56 გავრცელებული ინფორმაციით, ФСБ-ს (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური)დაზვერვის უფროსი ოფიცერი გადაიყვანეს მოსკოვის მკაცრი რეჟიმის ციხეში, როგორც ირკვევა ვლადიმერ პუტინი ასუფთავებს თავის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს უკრაინაში წარუმატებელი "სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით. 68 წლის გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა, (მთავარი ფოტო) ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მე-5 სამსახურის უფროსი, აქამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, წერს Daily mail-ი. ის ამჟამად იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ცნობილ ლეფორტოვოს ციხეში, რაც სავარაუდოდ იმას მოწმობს, რომ მას სერიოზული ბრალდება წაუყენდება, დაზვერვის მიერ არასწორი ინფორმაციის გადმოცემის გამო. ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც გაფრთხილება პუტინის სხვა მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი იქნებიან უკრაინაში რუსების მასიური დაღუპვის გამო. ბესედას საქმეს სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს, განაცხადა რუსი დაზვერვის ექსპერტმა ანდრეი სოლდატოვმა. ბესედა, რომელიც ФСБ დაზვერვას და ყოფილ სსრკ-ში პოლიტიკურ დივერსიებს ხელმძღვანელობდა, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინაში იმყოფებოდა. ბესედა თავის მოადგილესთან, ანატოლი ბოლიუხთან ერთად დააკავეს, ისიც შინაპატიმრობაშია. ბოლიუხის ამჟამინდელი სტატუსი გაურკვეველია. ფოტოზე:ბესედას მოადგილე ანატოლი ბოლიუხი რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც დაზვერვას ეყრდნობოდა, ბრიფინგებში დარწმუნებული აცხადებდა, რომ მის ჯარს ბევრი უკრაინელი შეეგებებოდა და სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. სინამდვილეში კი სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ლეფორტოვოს ციხე ცნობილია საბჭოთა დროინდელი პოლიტპატიმრებით და პატიმრებით, რომლებსაც ქვეყნის ღალატი ედებოდათ ბრალად. ბესედა დიდი ხანია, რაც პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია. საიდუმლო სამსახურში ის 2009 წლიდან არის, ხელმძღავნელობდა ФСБ -ს მე-5 განყოფილებას. 510 2-ს მოსწონს
|