კულტურა ქუჩაში რომ შეგხვედროდათ იცნობდით? 2022, 9 აპრილი, 14:05 ![]() 55 წლის მსახიობი მოხერხებული სასეირნო ჩაცმულობით იყო შემოსილი - ეცვა ბამბის სპორტული ჯოგერები და თეთრი დათბილული მაისური წარწერით Power Of Sound. ვარსკვლავს, რომელიც მაკიაჟის გარეშე იყო, მხარზე შესაფერისი შარფი ჰქონდა მოსხმული, რომელიც შერწყმული იყო შავ მძიმე წაღებთან. ![]() The House Of Gucci-ს ვარსკვლავის აღწერილობას ორი ნაწნავი, მუქი ლურჯი ნაქსოვი ქუდი და ფართო სათვალე ასრულებდა. სალმა სამი კვირის წინ იმყოფებოდა ლონდონში BAFTA-ს დაჯიდლოებაზე, ჩამოსასმხელი ერთჯერადი ჭიქით ყავას წრუპავდა, თან სიგარეტს აბოლებდა და გაცხარებით ესაუბრებოდა მიას.. არგენტინელი წარმოშობის მსახიობი მია მაესტრო მას გვერდით მოჰყვებოდა, ექცვა მუქი ლურჯი ჯინსი და გრძელი მოყავისფერი პალტო, ხოლო თავზე შავი ფერის სვეტსონის სტილის შლაპა ეხურა. ![]() ![]() მიას ასევე ყავის ჭიქა და წყლის ბოთლს ეჭირა ხელში - წყვილს ფრანგული ბულდოგი და ოქროსფერი რეტრივერი მოჰყვებოდა. ![]() ![]() ![]() ![]() ბულდოგი, რომელიც სალმას 14 წლის ქალიშვილს, ვალენტინას ეკუთვნის, იჯდა ყველგანმავალის საბარგულში და ელოდა სალმას და მიას საუბრის დასრულებას. ![]() სალმა ჰაიაეკს დიდი სიყვარული აქვს ცხოველების მიმართ, რომ მრავალი ცხოველი ან გადაარჩინა ან თავად აიყვანა მოსავლელად. მათ შორის არიან ალპაკები, ძაღლები, თუთიყუშები, თევზები, ცხენები და სხვა. ![]() 349 3-ს მოსწონს
|