ჯენიფერ ლოპესი 20 წლის შემდეგ ხელახლა დაინიშნა ბენ აფლეკზე- ამის შესახებ მომღერალმა თავად აცნობა ფანებს.
ჭორები აფლეკისა და ლოპესის ნიშნობის შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა მომღერალი ქალიშვილთან ეერთად შოპინგის დროს გადაიღეს და ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს.
საიტზე On The JLo, სადაც ლოპესი ფანებს თავისი ცხოვრების შესახებ სიახლეებს უზიარებს, მომღერალმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ნიშნობის ბეჭედი მწვანე ბრილიანტით ყველას დაანახა.
პირველად ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ურთიერთობის დაწყებიდან მალევე 2002 წელს დაინიშნენ, მაგრამ ქორწილი გაუქმდა საზოგადოების ზედმეტი ყურადღების გამო და 2004 წელს ცნობილი სახეები საერთოდ დაშორდნენ.
“ სასაცილოა, მე და ბენი ერთად ვიყავით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ამავდროულად, იმდენ კრიტიკას ვიღებდით რომ ეს აფუჭებდა ჩვენს ურთიერთობას. ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ გვცოდნოდა რეალურად რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში"- თქვა მომღერალმა ინტერვიუს დროს.
წყვილმა ურთიერთობა გასულ წელს აღადგინა. ჯენიფერ ლოპესს უკვე სამი ქორწინება ჰქონდა - პროდიუსერ ოჰანი ნოესთან, ქორეოგრაფ კრის ჯადთან და მომღერალ მარკ ენტონისთან, რომლისგანაც მან ორი შვილი, ტყუპები მაქსი და ემა გააჩინა. აფლეკთან ურთიერთობის აღდგენამდე მომღერალი ყოფილ ბეისბოლისტ ალექს როდრიგესს ხვდებოდა და ასევე დანიშნული იყო მასზე.
ბენ აფლეკი კი 2005 წელს დაქორწინდა მსახიობ ჯენიფერ გარნერზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი - ქალიშვილი ვიოლეტი და სერაფინა და ვაჟი სამუელი. წყვილი 2018 წელს დაშორდა.