x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"ყველა სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტიც გადავმალე"- რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია ფანჯიკიძე

image


ბლოგერი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლას პირად გვერდზე ეხმაურება და ამ თემასთან დაკავშირებით ერთ სახალისო პოსტს ავრცელებს:


"იმდენი რუსია სოლოლაკში, ქუთაისური სუპხარჩოს რეცეპტი ზეპირად ვისწავლე, დავხიე და შევჭამე. სახლიდან გავიტანე ჩიხირთმის რეცეპტიც და ყველა სხვა სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტიც, საცივის რეცეპტის ჩათვლით, გადავმალე


რა მაგის პასუხია და უკრაინულად უკვე ვისწავლე როგორ ვადიდო გმირები და ვაგინო მტერს, დავიზეპირე, როგორ დავლოცო უკრაინის მიწა, ახლა თანდათან ომის დასრულების შემდგომი ლექსიკონი მინდა შევავსო და ხომ არ იცით, როგორ ითქმის უკრაინულად მე შენ მიყვარხარ? კიდევ დამჭირდება - რა ლამაზი ხარ. კიდევ დამჭირდება - მადლობა თავისუფლებისთვის", – წერს ნათია ფანჯიკიძე.


შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის 50 000-მდე მოქალაქეა შემოსული.




0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
231