x
image
თამილა გურაშვილი
სი ცზინპინმა მსოფლიოს მკაცრი გაფრთხილება მისცა

image
"ვისაც ჩინეთის დამონება სურს, კისერს მოიტეხავს. ჩინელები არასოდეს ჩაგრავდნენ სხვა ერებს და არც არასოდეს გააკეთებენ ამას, განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, სი ცზინპინმა.


ხუთშაბათს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მასშტაბური საზეიმო შეხვედრა გაიმართა.


„ჩინელი ხალხი არის ხალხი, რომელიც იცავს სამართლიანობას და არ ეშინია მუქარისა და ძალადობის. ჩინეთის ერი არის ერი, რომელსაც აქვს ძლიერი ეროვნული სიამაყის გრძნობა და თავდაჯერებულობა. ჩინელი ხალხს არასოდეს ჩაგრავდა, ჩაგრავს ან დაუმონებია სხვა ქვეყნების ხალხი, ეს არასდროს მომხდარა წარსულში, არ არსებობს აწმყოში და არც მომავალში მოხდება.“ - განაცხადა სი ცზინპინმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ამავდროულად, ჩინელი ხალხი არასოდეს დაუშვებს, რომ გარე ძალებმა დაჩაგრონ, ან დაიმონონ, ვისაც ეს უნდა, აუცილებლად წაიმტვრევს კისერს ფოლადის დიდ კედელზე, რომელიც 1, 4 მილიარდზე მეტი ჩინელის ხორცისა და სისხლისაგან არის დაზადებული!

0
906
4-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0