x
image
თამილა გურაშვილი
ტრამპის გუნდი აპირებს გამოსამშვიდობებელ შეტევას ჩინეთზე პანდემიის გამო
image




ტრამპის გუნდი გამოშვიდობებისას აპირებს განსაცვიფრებელი მტკიცებულებების გამოყენებას, რათა, დაადანაშაულოს ჩინეთის ლაბორატორია COVID-19– ის გავრცელებაში.




ვაშინგტონის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მოქმედების შემდგომ აშშ-ს თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აპირებს გრანდიოზულ ჩარევას და მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის დადანაშაულებას იმაში, რომ ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის ნამდვილი წარმოშობის მიზეზები დამალეს.




ამერიკა აპირებს წარმოადგინოს დრამატული ახალი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ვირუსმა გაჟონა ვუჰანის ლაბორატორიიდან.- იუწყება "Daily Mail"-ი.





ვაშინგტონის მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ტრამპთან ერთად მიდის, აპირებს ”ბომბის აფეთქების მსგავს ჩარევის” განხორციელებას. წყაროების მტკიცებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ SARS-CoV-2 ბუნებრივად არ გადავიდა ღამურებიდან, ხვლიკებიდან ან სხვა სახეობებიდან ადამიანებზე. ამის ნაცვლად, პომპეო, მონაცემების თანახმად, ამტკიცებს, რომ კორონავირუსი გამოიყვანეს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა, რომელსაც ჩინელი და უცხოელი ექსპერტები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ ცუდი ბიოუსაფრთხოების გამო.





ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურების წყაროებმა დაადასტურეს, რომ ისინი ვაშინგტონისგან მოელოდნენ ასეთ განცხადებებს, მაგრამ წინასწარ უარყვეს ისინი და თქვეს, რომ "ყველა სანდო სამეცნიერო მონაცემები არ მიუთითებს ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვას". ამ მოსაზრებას მხარს უჭერენ დაზვერვის სააგენტოები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს და დასძენენ: "აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრება მიანიშნებს იმაზე, რომ პანდემია ბუნებრივი წარმოშობის იყო". ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მხარი დაუჭირა იმ თეორიას, რომ ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ბაზრიდან გავრცელდა.




ვაშინგტონის წყაროების თანახმად, მაიკ პომპეო, ასევე, აპირებს აღნიშნოს მჭიდრო კავშირები ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას შორის. იგი აღნიშნავს, რომ ინსტიტუტის უმაღლესი უსაფრთხოების განყოფილებას ყოველთვის ჰქონდა ”ორმაგი დანიშნულება” - სამხედრო და სამოქალაქო.





შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ასევე დაადანაშაულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის მხრიდან ვირუსის წარმოშობის დაფარვის ხელშეწყობაში, მათ უარი თქვეს გამოეკვლიათ ვუჰანის ლაბორატორიის შესაძლო როლის შესახებ ახალი კორონავირუსის გავრცელებაში.




"ჯანმოს" ათკაციან ექსპერტთა ჯგუფს დაევალა პანდემიის წარმოშობის გამოკვლევა ვუჰანში, მაგრამ ჯგუფის ოფიციალურ მითითებაში არ არის ნახსენები ლაბორატორია.
0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0