x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს თქვენი სანქციები ლურსმნების "გაიკები" და "შურუფებია", რომ ნელ-ნელა უჭერთ?" -თამარ ივერი
image

"შეშფოთებულ-აღშფოთებულთა არმიას გამოეყო ერთი უფრო შეძრწუნებული. ორი დღეა მესმის, როგორ აცხადებენ ამერიკა სანქციებს კიდევ ამკაცრებს, არიქა, ახლა სბერბანკი და ალფაბანკიც შევაჩერეთო. თქვე დალოცვილებო....ეს თქვენი სანქციები ლურსმნების "გაიკები" და "შურუფებია", რომ ნელ-ნელა უჭერთ?


თავიდანვე ერთბაშად რატომ არ მიიღეთ როგორი მკაცრი სანქციებიც იყო მისაღები? აუცილებლად 43 დღე ომი, ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა ჟლეტვა უნდა მომხდარიყო რომ სბერბანკი და ალფა ბანკი დაგებლოკათ? თავიდანვე რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი?


ღმერთმა ნუ ჰქნას, ნუღარ გაგრძელდეს ეს ომი მაგრამ... ორი კვირის მერე კიდევ რომელიმე ქალაქი რომ გასწორდეს მიწასთან და კიდევ ასობით მსხვერპლი იყოს.... კიდევ გამოხვალთ და ისევ ასეთივე ყალბი შეშფოთებით იტყვით კიდევ ვამკაცრებთ სანქციებს... ახლა "გაზპრომს" და "რუსპრომს" ვბლოკავთო.



ვაი, რომ უკვე ბავშვსაც კი აღარ სჯერა ამ თქვენი სანქციების. და ვის უწესებთ მაგ სანქციებს? ისევ იმ საწყალ, კორპუსებში შეყრილ, პირაკრულ რიგით რუს მოსახლეობას, თორემ იმ ოლიგარქებს ბოდიში გამოთქმისთვის და სულ "ფეხებზე ჰკიდიათ" ეს სვიფტების ჩაკეტვაც და სახლის დაყადაღებაც. არც ერთ მათთაგანს რუსეთის ბანკებში არ აქვთ ფული რომ "სვიფტი" ებლოკებოდეთ.


ფულები ოფშორებში, საკუთარვე შექმნილ ბანკებში ან კვიპროსის, შვეიცარია ლიხტენშეინის ა.შ ბანკებში აქვთ დაბანდებული. 20 სახლიდან და 30 იახტიდან თუ 2-3 ვილას და 3-4 იახტას ჩამოართმევ... "კაკ ნიბუდ" გადაიტანს ვალოკორდინის საჭიროების გარეშე. 2-3 წელიწადში ისევ შეივსებს "დანაკლისს".


ისევ უბრალო ხალხია ცოდო... წნეხი და შეზღუდვა ისევ მათ აწვებათ და პირველ რიგში ჩვენ, სრულიად ყველა ვართ უკვე ცოდო ამ ევრო ტრიბუნებიდან მხოლოდ "ხალასტოიზე" მოთუხთუხე შეშფოთებულ-აღშფოთებული პოლიტ ცვედანების სფიჩების შემხედვარე!!!" - წერს სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი თამარ ივერი და თან ვიდეოს აზიარებს, სადაც ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს ესაუბრება სანქციების არაეფექტურობაზე.




1
364
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
364
  
2022, 10 აპრილი, 12:39
ფედერალური რეზერვის შეფი რო გამოვიდეს და ოპერაზე დაიწყოს საუბრაი ხო იქნება სასაცილო? ასევეა ეს ამბავიც,არ იციან და მაინც ახეთქებენ ესეთებს,თან პანიკობენ და მასაზე მუშაობენ,პოპულარიზაციას უკეთებენ თავის სახელს. ეგრე მარტივი არ არის სანქციის დაწესება,ყველა დეტალი უნდა იქნას განხილული და ეს ცალმხრივად გამორთული ტელეფონი კი არ არის. ნებისმიერი სანქცია თუ ურტყავს რუსეთს,ურტყავს სანქციის გამომცხადებელსაც და ამიტომ ემზადებიან,ითვლიან ყველაფერს. არის კიდევ ერთი ფაქტორი,როცა რაიმე არხს შლი,მერე მისი აღდგენა არის უფრო რთული ამბავი.

ერთ რამეს სწორს ამბობს,ფეხებზე კიდიათ ადამიანები როგორც რუსეთში,ასევე უკრაინაში. ერთის გადასარჩენად მეორეს აშიმშილებენ და რამდენად არის მორალურად სწორი ეს თქვენ განსაჯეთ. რეალურად,პუტინი და მისი მილიარდერთა ურდო არის ამ ომში მონაწილე და მათ უნდა დაარტყან როგორც ფინანსურად ისე იარაღით. სხვა შემთხვევაში,საკმარისი რესურსი აქვს პუტინს რო დიდხანს გააგრძელოს თავდასხმა.

ისე გაიძახიან,რომ მესამე მსოფლიო ომი არ უნდათ რო მავანს ეგონება რო მშვიდობა სუფევს მსოფლიოში. გაეროს წესდება უკან გაუკეთა ბაიდენს და მაკრონს პუტინმა,ხოლო ეხლა გამოძრობას ცდილობენ. უკრაინელი ხალხი ფეხებზე კიდია პუტინსაც,ზელენსკისაც და დასავლეთსას ჯგუფურად,თორე კრემლი მიწასთან იქნება გასწორებული ეხლა. მშვიდობას ინარჩუნებენ და ეს ჩვენი დებილი პოლიტიკოსები,უფრო დებილი მათი მხარდამჭერები მე მეუბნებიან საქართველოს ეუბნებიან ამ ფრაზას " თუ უსაფრთხოების გამო დათმობ თავისუფლებას,მაშინ უსაფრთხოებასაც დაკარგავ და თავისუფლებასო". ამერიკის დარი შესაძლებლობა მოგვცა ან ბრიტანეთის და ვინც რუსეთს არ დაარტყას იმის დედა მ... ჩვენდათავად. კორონა ვირუსის დროს საწოლი არ გვედგა საავადმყოფოში და ომი როგორ უნდა დავიწყოთ ან სანქცია რანარიად უნდა დააწესო,თან ეს სანქცია არაფერ უზავს იმ ჩემისებს. საქართველოს ფართობი 69.7 კვ კილომეტრია და ამის 20%+ უკუპირებულია,მოსახლეობა 3 მილიონზე მეტი,ხოდა ჩვენს თავს ზედმეტად ხო არ ვაფასებთ თქვეჩემა. ეს იგივეა,რომ ერთი წვეთის ამოღებით ზღვის დაშრობა გვინოდოდეს.
0 1 1