სხვა უკრაინელი ლტოლვილი ქალები დიდ ბრიტანეთში შევიწროებას განიცდიდნენ 2022, 8 აპრილი, 16:12 ქალები, რომლებმაც რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების წინაშე აღმოჩდნენ, გაირკვა, რომ მასპინძლები, რომლებმაც ლტოლვილები შეიფარეს, ქალებს უხამს წინადადებებს სთავაზობენ. ამის შესახებ გამოცემა The Times წერს. გამოცემის თანახმად, ქვეყანაში ათასობით უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. მთლიანობაში, დაახლოებით 40 000-მა ადამიანმა მიმართა ვიზისა და საცხოვრებლის მისაღებად პროგრამის „სახლები უკრაინისთვის“ ფარგლებში. ქალებმა დაიწყეს თავიანთი ისტორიების გაზიარება სოციალურ ქსელ Facebook-ზე მათი თქმით, მასპინძელი ოჯახის მამაკაცები, რომლებმაც დევნილები შეიფარეს მათ ზედმეტ კითხვებს უსვამდნენ და ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობდნენ, ამიტომ უკრაინელი ქალები იძულებულნი არიან ეძებონ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილები. მარტში ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო პროგრამა „სახლები უკრაინისთვის“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ბრიტანელს შეუძლია ექვსი თვით უმასპინძლოს უკრაინიდან ლტოლვილს. მასპინძელ ოჯახებს სახელმწიფო თვეში 350 ფუნტს გადაუხდის. Daily Mail-ის ცნობით, ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ბრიტანეთის 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა. 301 2-ს მოსწონს
|