x
ბალზაკის 13 გენიალური გამონათქვამი
ბალზაკის 13 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ ბალზაკის 13 გენიალური გამონათქვამი:

1."სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის."

2."საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!..."


3."მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა."

4."ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა. ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ – ცოდნა. სურვილი გვწვავს, ძალა გვანადგურებს, მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს."

5."უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური."

6. "ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა."

7."მან თითქოს ყველა დაფარული აზრი ამოიკითხა და შეეშინდა საზოგადოებისა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ეს საზოგადოება აღარ ცდილობდა ნიღაბი აეფარებინა მის წინაშე, შეიძლება იმიტომ, რომ მას იგი გამოცნობილი ჰყავდა."

8."შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება."

9."ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა."

10."რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?"

11."თანაგრძნობა, რომელსაც ამაოდ ვეძებდი მაღალი საზოგადოების ცივ სფეროებში, აქ იყო, იგი ჭეშმარიტ ნელსაცხებელივით დამაამებელ მტკიცე განცდას წარმოადგენდა..."

12."ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება, არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს ყველაფერი უგულვებელვყავი."

13."ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყო."

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0