x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა... " - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

image


საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი საკუთარ პოსტში ორი საქართველოს არსებობის შესახებ საუბრობს, რომელიც დღემდე ისევე უყვარს და სძულს როგორც 30 წლის წინ.


"მახსოვს აფხაზეთიდან, ან სამაჩაბლოდან თბილისში დაბრუნებულს რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ ახლა, ნამდვილად იმ ქვეყანაში ვარ, სადაც სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებს და ჩვენს თანამემამულეებს ხოცავენ მეთქი (???)


დიახ, ეს ის დრო იყო, როდესაც აეროპორტში ორი დაშვებული თვითმფრინავიდან ერთს დუბაის “ტავარი” მოჰქონდა და მეორეს -აფხაზეთიდან, გაყინული გვამები.

დიახ, ეს ის საქართველო იყო, სადაც მომხდური მტერი ქართველების მოკვეთილი თავებით ფეხბურთს თამაშობდა და დინამო სტადიონზე მოსკოვის “ტორპედოსთან” ან “სპარტაკთან” მეგობრული მატჩი იმართებოდა…


ეს, ის საქართველო იყო, რომელმაც ჭუბერზე სიკვდილის გზა გაჭრა, ხოლო როკიდან და ლარსიდან შემოსულ რუსებს ” გამარჟობა გენაცვალეტ”-ი ხვდებოდა.


მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა რომ, როგორც მაშინ, ახლაც ისე მიყვარს და მძულს ეს ორი საქართველო…
30 წელი გავიდა მას შემდეგ…
რა შეიცვალა?
არც არაფერი…

კურსი ისევ – 30 ვერცხლია…" – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.






0
308
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
308