x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ტყუილად მოვიდა და ეცვა ჯვარს... მაინც ვერაფერი გავიგეთ ადამიანებმა" - ნათია ფანჯიკიძე
image

"გილოცავთ ხარებას. 2022-ე სიხარულს, მოლოდინს და იმედგაცრუებას, რომ ტყუილად მოვიდა და ეცვა ჯვარს. მაინც ვერაფერი გავიგეთ ადამიანებმა, გარდა იმისა, რომ სინათლე თვალს გვჭრის და ვაქრობთ."-წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

ხარება — ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით).


ლუკას სახარების (1, 28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.


ბიბლიის მიხედვით ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა მოკრძალებული ქალწული, მარიამი, რომელსაც უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის“. მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ღვთის მადლი იპოვე. დაორსულდები, გაგიჩნდება ვაჟი და სახელად იესოს დაარქმევ. ის იქნება დიდი პიროვნება და ღმერთის ძე ეწოდება. მისცემს მას უფალი მამამისის, დავითის, ტახტს და ქვეყნის აღსასრულამდე იმეფებს იგი იაკობის სახლზე, არ ექნება დასასრული მის მეფობას“.

იმ დროს მარიამი მხოლოდ დანიშნული იყო იოსებზე და ამიტომ გაუკვირდა: „ეს როგორ მოხდება, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“. მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.


მთავარი ფოტო: კადრი ფრანკო ზეფირელის ფილმიდან "იესო ნაზარეველი", ხარება

0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0