სიახლეები გერმანიის დაზვერვა:ბუჩაში სასტიკი მკვლელობები ე.წ. ვაგნერის ჯგუფის ჩადენილია 2022, 7 აპრილი, 17:01 ![]() გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (BND) მიიღო ცნობები პუტინის ძალებისგან, რომლებიც განიხილავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობას კიევის მახლობლად ბუჩაში, აწ უკვე "საშინელებათა ქალაქში" რომელიც უკრაინულმა მხარემ შაბათ-კვირას დაიბრუნა. საუბრები ეხებოდა კონკრეტულ გვამებს, ერთი ჯარისკაცი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ესროლა მან და მისმა კოლეგებმა ვიღაცა ველოსიპედიანს, მეორემ კი ამბობს: "ჯერ დაკითხე ჯარისკაცები, შემდეგ დახვრიტე". ![]() ![]() დაქირავებულთა „სამსახურში მიღება“ სერიოზულ დონემდეა აყვანილი. თითოეული ახალწვეულის ბიოგრაფია განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. სამხედრო რაზმში ჩარიცხულ ყოველ ახალ მებრძოლს სპეციალური ხელწერილის დაწერა უწევს, სადაც აღნიშნავს, რომ ამ სამსახურის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავს. თავდაპირველად მებრძოლები ანაზღაურების სახით თვეში 240 ათას რუსულ რუბლს იღებდნენ. მებრძოლის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია, რომელიც 40 ათას ევროს შეადგენს. საბრძოლო ოპერაციებში ჭრილობის მიღებისას „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლები მკურნალობას რუსეთის სახელმწიფო სამხედრო ჰოსპიტალებში გადიან. გამოცემა „delfi.lv“-ის მტკიცებით, „ვაგნერის ჯგუფში“ ძირითადად რუსები, ჩეჩნები, ოსები და აფხაზები ირიცხებიან.არსებობს ინფორმაცია, რომ მათ რიგებში სერბებიც არიან. 530 2-ს მოსწონს
|