x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
,,დევების ცეკვა'' - გურამ რჩეულიშვილი
დევების ცეკვა-გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილის პროზა მისი ბიროგრაფიის მსგავსად ამაღელვებელი და მწირია. ახალგაზრდა მწერალმა 27 წლის ასაკში უცნობი ქალის გადასარჩე, ნად თავი ზღვის ტალრებს გაატანა. მიუხედავად მოთხრობების მცირე რეოდენობისა მისი პროზა მკითხველს აცვიფრებს, რადგან ასეთ ოდენობის ასრენალში შეძლო და ჩაატია თხრობის ყველასგან გამორჩეული სტილი და მრავალფეროვნება.

ეპოქის დინებას აყლოლას რჩეულიშვილმა ბრძოლა არჩია. თუ ამ დროს მწერლები საზოგადოებას მხოლოდ იდეალისტ გმირებს აწვდიდნენ გურამმა და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს ადამიანთა ნაკლოვანებები თავიანთ ნაწარმოებში ისე გადმოეცათ რომ ეს არა მხოლოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ წარმოჩენილიყო. გურამ რჩეულიშვილს ქართული ლიტერატურის “დამაობლებელადაც’’ მოიხსენიებენ მასზე ალბათ ცოტა გაბრაზებული ჩვენებურები, რადგან მისი სახით ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა ნოვატორი, რომელსაც საოცარი სიზუსტით შეეძლო ადამიანთა სუსტი ბუნების წამოჩენა.

შემოქმედებასთან ერთად მისი ჩანაწერებიც გვაწვდიან ინფორმაციას გურამ რჩეულიშვილის პიროვნებაზე, მის დარდებსა და სურვილებზე. ჩანაწერებში მისი აღიარებები მოწმობს მის მეამბოხე სულსა და გამორჩეულობაზე, მას არ ეშინია საკუთარი ფიქრების და იმის თამამად თქმის რომ უნდა დიდი მწერალი გახდეს, დრომ დიახ, გვიჩვენა - ის მართლაც უშიშარი და დიდი მწერალი გამოსულა.


ადამიანის როგორც სამყაროს მარადისობის ნაწილად აღქმა მისი მთავარი საფიქრალი ყოფილა და ამ იდეის ხორცშესხმასა თუ მასთან მწარედ დამარცხებას ეძღვნება მისი ზოგიერთი ნაწარმოები. სამყაროს ცენტრში უსულო საგნების მოქცევაც ახასიათებს გურამ რჩეულიშვილს, რადგან მისთვის სულ ერთია მატერიალური ღირებულებები, მას შეუძლია მთა პატარძლად უბრალოდ მზის ცქერა კი უდიდეს მხატვრულ ღირებულებად აქციოს. მის სტილს სხვებისგან გამოარჩევს ის ფაქტიც რომ ზგოიერთ ნაწარმოებში მთხობელიც და პერსონაჟიც თავადვეა, ზოგჯერ კი ისე შეუჩნევლად “იპარება’’ როგორც არაფრით გამორჩეული პერსონაჟი. მისი მთავარ ღირებულებას თავისუფლება და მისი ძიება წარმოადგენს. თავისუფლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობა მის ორ მოთხრობაში “ ალავედობა’’ და “ბათარეკა ჭინჭარაული’’ მხოლოდ მწერალი არ ჰპოვებს თავისუფლებას, ის მკითხველსაც უქმნის შესაძლებლობას საკუთარი თავის პოვნის და მისი უშიშრად წარმოჩენის.

უსაფუძვლოა მისი წუხილი, რომ მას საზოგადოება, როგორც ევროპული ლიტერატურის გადმომღერებელს ისე აღიქვამს. ამას უარყოფს ის ფაქტიც, რომ მისი ერთხელ გაცნობისას აუცლიბლად გაუჩნდება კარგ მკითხველს მეორედ წაკითხვის სურვილი, ზოგჯერ მისი ერთი ნაწარმოები მეორის გარგძელებას ან დასასრულსაც წარმოადგენს და ამით ერთ დაუსრულებელ ჯაჭვს ქმნის, რომელსაც მკითხველნი ნებით იხვევენ.

“დევების ცეკვა’’ გურამ რჩულიშვილის პროზის ისეთივე მწვერვალია, როგორიც მასში აღწერილი “ სვანეთის დედოფალი’’. ამ ნაწარმოებში ერთგვარი კავშირი ადამიანური მცნებებისა ბუნების ქმნილებებთან მკითხველის გაოგნებას იწვევს. შეუძლებელია ვაჟას საქართველოში კვლავ შეგხვდეს ასეთი ბუნების მგოსანი, თუმცა გურამ რჩეულიშვილის ეს მოთხრობა სცდება ვაჟას საზღვრებას და მკითხველს არც მეტი არც ნაკლები მთვარიან ღამეში სვანეთში ეპატიჟება. მაშინ, როცა სძინავთ ადამიანებს ბუნება მხოლოდ ამის შემდეგ გაშლის ხოლმე საქორწილო სუფრას. ამ სუფრის მიზეზი ქორწილია, ვინ უნდა აერჩია მწერალს პატარძლად თუ არა ყველაზე უმანკო, ყველაზე სუფთა და ყველასგან გამორჩეული სითეთრით ამაყად მდგარი -თეთულდი. მასთან ლოდებიც კი უძლურნი არიან, ის ლოდები , რომლებშიც მთხობელი მოიაზრებს ჯვარედინ მთებს, უთვალავ ხეობებსა და ცამდე აწვდენილ მყინვარებს. მათი ძილიც კი მშვენიერად აღიქმება მთვარის მოელვარე შუქზე, რომელიც ზოგიერთ დევთან “ნისლის საბნის’’ გამო ვერ აღწევს. გასაკვირი არ არის, რომ თეთნულდი მხოლოდ ყველას ჩაძინების შემდეგ იხდის თავის საფარველს და ნელნელა მისდებს თავს ქათქათა ღრუბლის ბალიშს.

დევებისა და ქალწულის მშვიდი ძილის შემდეგ გურამ რჩეულიშვილი მითში გვამოგზაურებს. ამ ამბის მთავარი გმირი ახალგაზრდა საპატარძლოა, რომელსაც აგერ უკვე 12 ძმა დაუმონებია და მათთვის სიკვდილიც კი არ დაუშლია. საბედისწერო ღამის მოუთმენელ დასასრულს კი პატარძალს ისღა დარჩენია კოშკის სახურავიდან დააკვირდეს ლოდებს შორის ახალგაღვიძებული თეთნულდის მშვენიერებას. მხოლოდ საპატარძლოსთვის არ არის ეს სურათი სუნთქვის შემკვრელი, მთხრობელს თეთნულდის სიამაყე იმდენად აკვირვებს, რომ შეუძლებელია მისი შემყურე სხვა რამეზე ფიქრობდეს. და მართლაც თეთნულდის ენით აღუწერელი სიდიადე ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს ადამიანში, როგორსაც გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები და წერის სტილი.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:თოფურია ანა
თოფურია ანა
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0