x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"დღეს ვგრძნობ, რომ ადამიანის მოკვლა მეც შემძლებია" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ოკუპანტების მიერ 4 წლის საშას დახვრეტის ამბავს, რომელსაც დედა 1 თვის განმავლობაში ყველგან უშედეგოდ ეძებდა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:


"4 წლის საშა, რომელსაც მთელ უკრაინაში ეძებდნენ, ტყვიით მოკლული იპოვეს ???????????????? პატარა ბიჭი ოკუპირებული ქალაქიდან გაქცევისას დაიკარგა. დღეს ვგრძნობ, რომ ადამიანის მოკვლა მეც შემძლებია. ჩემი ხელით დავხოცავდი ამ ნაბიჭვრებს, პუტინიდან დაწყებული, ბოლო რუსი ჯარისკაცით დამთავრებული.


ირპენიდან და ბუჩადან ორმოცამდე ბავშვი მიიყვანეს პოლონეთის ერთერთ საავადმყოფოში, ყველა გაუპატიურებულია და ყველას დაცლილი აქვს კბილები. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები დაუხოცეს ????????????????.


სერიოზულად ვფიქრობ, რომ ამ ამბების გაშუქებას ვეღარ გავუძლებ(((((( კბილები უნდა დააგლიჯო ყველა კოლაბორაციონისტს და პუტინის ყველა პირდაპირ და ირიბ გამპრავებელს. როგორ გვძინავს, არ ვიცი…" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში და სასტიკად მოკლული 4 წლის საშას ფოტოებს აზიარებს.


imageimage


შეგახსენებთ, რომ 4 წლის საშა, რომელსაც მშობლები უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი 10 მარტს, რუსეთის შეჭრიდან მე-17 დღეს გაუჩინარდა. 4 წლის ბიჭი ბებიასთან ერთად ვიშგოროდის რაიონიდან ნავით გაჰყავდათ, რადგან რუსმა სამხედროებმა რაიონიდან გასასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.


ნავი, კი რომელშიც საშა ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, ჩაიძირა. შემთხვევის მეორე დღეს, 11 მარტს საშას ბებია ადგილობრივებმა იპოვეს, მაგრამ 4 წლის ბიჭი ვერა. ნავზე მყოფთაგან სპეციალური უსაფრთხოების ჟილეტი მხოლოდ საშას ეცვა, რაც ახლობლებს აძლევდა იმედს რომ ის გადარჩებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საშა რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს!!!


image






0
528
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
528