x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"როგორ უნდა გემღერებოდეს, როცა შენი სისხლის სუნად აქოთებული ქვეყანა სასტიკად უსწორდება ბავშვებს, ქალებს და უდანაშაულო ადამიანებს" -გოჩა აბულაძე

image

ქართველი საოპერო მომღერალი გოჩა აბულაძე, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს, სოციალური ქსელით იმ რუს არტისტებს და მათ მხარდამჭერებს მიმართავს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ომის გამო მათი მისამართით დისკრიმინაციას აქვს ადგილი:


"ვუყურებ რა ხდება ბუჩაში და სისხლი მეყინება… სრული კრახი და ფსკერი კაცობრიობის ისტორიაში. სადიზმის და სისასტიკის მწვერვალი …
რუსი არტისტების წუწუნი კი გრძელდება, რომ უსამართლობაა მათი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით და ითხოვენ დასრულდეს ეს უსამართლობა და დაუბრუნდნენ ჩვეულ პოზიციებს . მათ მხარს უჭერს ბევრი გამოჩენილი ევროპელი არტისტიც . აგერ ვენის ოპერის თეატრმა, ჩვენი კარი ღია იქნება რუსებისთვისო და ვემიჯნებით პოლიტიკასო განაცხადა.
როგორ უნდა გემღერებოდეს, ან როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, როცა შენი სისხლის სუნად აქოთებული ქვეყანა სასტიკად უსწორდება ბავშვებს, ქალებს და უდანაშაულო ადამიანებს . მიწასთან ასწორებს თეატრებს, მუზეუმებს, სკოლებს, ბაღებს, ეკლესიებს. უკვე მოკლეს მომღერლებიც, გამოჩენილი სპორტსმენებიც, ბალერონიც, 14 წლის ტანმოვარჯიშე, ამომავალი ვარსკვლავი ანგელოზი გოგონა!
რას ითხოვთ??? ვის უნდა თქვენი სიყალბე??? რა ჯიშის ხართ??? რა გემღერებათ? რას უკრავთ?როგორ დაკარგეთ ასე ადამიანობა და გაღორდით??? როგორ არ გტკივათ? როგორ არ ხართ მდუმარების ხასიათზე მაინც??ვის უჭერთ მხარს და ვის უღებთ კარს? ….სპეკტაკლების შემდეგ რესტორნებში რომ გადაინაცვლებთ და ტუჩ-მოქონილ-შემთვრალი ღლიცინს აღავლენთ ზეცაში, აი მანდ ჩანს თქვენი რეალური სიფათი და მწუხარება!"
0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0