x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
არ მესმის იმ გოგონების ჭარბი წონის დაკლებას ვარჯიშის ნაცვლად ათასგვარი დიეტით რომ ცდილობენ
image

მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მინახია თუ როგორ ვარჯიშობენ ახალგაზრდები სკვერებში, მდინარის პირას თუ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ სავარჯიშო მოედნებზე.


ზედმეტი წონის პრობლემა თითქმის ყველა ქვეყანაშია, ახალგაზდა გოგონები ცდილობენ წონას ათასგვარი ცნობილი თუ უცნობი, თან საეჭვო დიეტით გაუმკლავდნენ, უშედეგო დიეტის მერე კი დეპრესიაში ვარდებიან. არა და სულაც არაა აუცილებელი კალორიები ითვალოთ და ისე მიირთვათ საჭმელი, საკმარისია დღეში ნახევარი საათი დაუთმოთ საკუთარ თავს და შედეგიც მალე დადგება.


სირბილი ნელი ტემპით, ცურვა ან უბრალოდ მარტივი სავარჯიშოები რომელთა გაკეთებაც საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ ეფექტურია.



აუცილებელი არაა ძალოსანივით დაიტვირთოთ მძიმე ფიზიკური ვარჯიშებით თავი, საკმარისია მსუბუქი მაგრამ ყოველდღიური ვარჯიშებით მიარჭიოთ სასურველ ეფექტს.


ასე აკეთებენ უცხოეთში, ყველას უბრალოდ დროც კი არა აქვს ფიტნესის დარბაზებში იაროს, ამიტომაც ვარჯიშობენ იქ, სადაც ამას ახერხებენ.


უამრავჯერ შემხვედრია ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში და თურქეთშიც კი ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც უთენია დარბოდნენ სკვერებში თუ მდინარის პირას მდებარე ბილიკებზე, ყურზე გაკეთებული ყურსასმენებით, საიდანაც ახლოს ჩავლისას ან მუსიკის ხმა ისმოდა ან ვირტუალური მწვრთვნელის ხმა.


ნუ მიეცემით დეპრესიას წონის გამო, ივარჯიშეთ, ისწავლეთ სწორი სუნთქვა, დააკვირდით ამ ფიტნეს მწვრთვნელის ვიდეოს და დარწმუნებული ვარ რამდენიმე თვეში შდეგსაც მიიღებთ, მთავარი სურვილი და მონდომებაა.


თავიდან დაიწყეთ მარტივი ვარჯიშებით ტონუსის ასამაღლებლად, დროთა განმავლობაში კი გადადით ოდნავ მეტ დატვირთვაზე და შედეგსაც მალევე იხილავთ.


0
157
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
157