სხვა
პლაჟის ანუ ქვიშის ფრენბურთი ქალების მონაწილეობით სპორტის ის სახეობაა, რომელიც ისე იზიდავს მაყურებელს, როგორც ნექტარი ფუტკარს
2020, 26 დეკემბერი, 19:45
სპორტის სახეობებიდან მხოლოდ ფეხბურთს, კრივს და ავტოსპორტს ვგულშემატკივრობდი მუდამ, მაგრამ მას შემდეგ რაც ერთხელ სრულიად შემთხვევით გადავრთე იტალიურ სპორტულ არხზე და ქალთა პლაჟის ფრენბურთს ვუყურე, მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ჩემი ინტერესების სფეროში ჩაჯდა.
საოცარი სანახავია ტანკენარი გოგონები, რომლებიც საოცარი აზარტულობით იბრძვიან ქვიშის მოედანზე გამარჯვებისათვის და საკუთარი თამაშით, თუნდაც ჩაცმის სტილით აღფრთოვანებაში მოჰყავთ მაყურებლები, რომელთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით მატულობს მას შემდეგ რაც სპორტის ეს სახეობა ოფიციალურად იქნა სპორტის სახეობებში ჩასმული და საერთაშორისო ფედერაციაც შეიქმნა.
ფრენბურთელი გოგონების მიერ თითების ჟესტებით მიწოდებულ ინფორმაციას მაყურებლებიდან ალბათ მცირე ნაწილი გაიგებს, მაგრამ ეს არაა აქტუალური და დიდად მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია თავად ის სანახაობა, ის წარმოდგენა რასაც გვთავაზობენ ფრენბურთელი გოგონები ქვიშის მოედანზე.
არ ვიცი ვის როგორი დამოკიდებულება გაქვთ სპორტის ამ სახეობის მიმართ, მაგრამ ფოტოკოლაჟზე, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ არა მგონია ნეგატიური დამოკიდებულება შეგექმნათ.
+14