ფოტოგრაფია დიზაინერის მიერ შექმნილი, უკრაინის მხარდამჭერი ვარსკვლავების კოლაჟები 2022, 11 აპრილი, 9:26 უკრაინელმა დიზაინერმა ალინა პონომარენკომ, გადაწყვიტა ორიგინალურად გადაეხადა მადლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მხარში დაუდგნენ და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს უკრაინას და უკრაინელებს. მან Photoshop–ის გამოყენებით, ცნობილი ადამიანები ტრადიციულ უკრაინულ სამოსში «გამოაწყო». ასე მაგ., მასკს ჟუპანი აცვია, ხოლო დევიდ ბეკჰემმა ნაქარგებიანი ქუდი «მოირგო». დიზაინერმა თავისი ნამუშევრები, მადლიერების ტექსტთან ერთად, Instagram–ზე გამოაქვეყნა. ლეონარდო დიკაპრიო უკრაინის დახმარების ფონდში 10 მლნ. დოლარი გადარიცხა და დიზაინერისგან ნაქარგებიანი პიჯაკი და პერანგი «მიიღო». დეივიდ ბეკჰემმა სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიში უკრაინელ ექიმებს დაუთმო ილონ მასკმა უკრაინას Starlink–ი გაუგზავნა. ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებელით დაეხმარებას დაჰპირდა. მილა კუნისიმა და მისმა მეუღლემ ეშტონ კაჩერმა უკრაინისთვის 35 მლნ. დოლარის შეგროვება შეძლეს მადონამ კლიპი გადაიღო, რომელშიც რუსეთს შეჩერებისკენ მოუწოდა ბლეიკ ლაივლმა და რაიან რეინოლდსმა ასევე, უკრაინაში საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხეს P. S. ეს ის ადამიანები არიან, ვინც რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ომის დაწყების პირველივე დღეებში გააპროტესტა და ქვეყანას დახმარების ხელი გაუწოდა.
* მან 1 ადამიანის გამო, 1, 7 მლნ. ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ* როგორი იყო მარსი მილიონობით წლის წინ (+ ვიდეო – "მარსი 4 მლნ. წლის წინ")* ყველაზე საშიში შხამიანი გველი მსოფლიოში (კობრა არ არის) და 10 საინტერესო ფაქტი გველების შესახებ* ტუტანხამონის "მზითვი" – მისი სამარხიდან ამოღებული 30 რელიქვია* ყველაზე დიდი პირამიდა მსოფლიოში, ეგვიპტეში არ არის (+ ვიდეო)* მსოფლიოს 15 საინტერესო ადგილი, რომელიც ფოტოზე მაინც უნდა ნახოთ* "XXI საუკუნე რუსეთს ბევრ უბედურებას მოუტანს" – ელენა ბლავატსკაიას გაფრთხილება60 2-ს მოსწონს
|