ფოტოგრაფია ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს... 11 მაისი, 8:37 ამ მოვლენებით სავსე მსოფლიოში, ზოგჯერ იმის დროც არ არის, რომ წუთიერად შევჩერდეთ და ჭეშმარიტი ადამიანური ემოციების სამყარო შევიგრძნოთ. ფოტოგრაფებს კი, ისე, როგორც სხვას არავის, სითბოთი, სიყვარულით, სიხარულით და სევდით სავსე მომენტების აღბეჭდვის შესაძლებლობა აქვთ. ამ ნაკრებში ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც გულს აგიჩუყებთ და ღრმა ადამიანური განცდების სამყაროში გადაგიყვანთ. აქ თითოეული ფოტოსურათი, თავის, უნიკალური ისტორიის შესახებ მოგიყვებათ... ბალეტი ამ გოგონას სიარული არ შეუძლია, მაგრამ ცეკვის სურვილის დახშობა, ინვალიდის ეტლიც კი არ შეუძლია! გმირი დედა ამ კატამ, მძიმე დამწვრობა, შვილების ხანძრისგან გადარჩენისას მიიღო. ის კნუტების გამოსაყვანად, ალმოდებულ შენობაში 4–ჯერ შევიდა. მამა-შვილი – პირველი შეხვედრა ეს ახალგაზრდა მამაკაცი მამა ახლახან გახდა და ეს მათი პირველი შეხვედრაა. ზრუნვა უმწეო პატარა ამ დელფინმა დედა დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა... და ამ ადამიანების დახმარება რომ არა, – აუცილებლად დაიღუპებოდა. კატა და ცხენი ეს სრულიად განსხვავებული ცხოველები, თითქმის დაბადებიდან ერთად არიან. ხოლო, მათი ურთიერთობა, ყველაზე ჭეშმარიტი და ერთგული მეგობრობის ნათელი მაგალითია. ბიჭუნა და მისი ერთგული მეგობრები ტყუილად არ ამბობენ, რომ ძაღლი მსოფლიოში ყველაზე ერთგული ცხოველია... მათ შეუძლიათ წყალში გადახტომა და უსაფრთხო ადგილამდე მისვლა. მაგრამ, ბიჭს არ ტოვებენ... საავადმყოფო ეს იმის კიდევ ერთი მაგალითია, რომ ძაღლი პატრონს, მისთვის ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, არ მიატოვებს. კონცერტზე ინვალიდის ეტლში მჯდარი ახალგაზრდა, ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა სცენაზე. ამიტომ, მეგობრებმა ის ზევით აწიეს, რომ კონცერტისთვის მხოლოდ კი არ ესმინა, ეყურებინა კიდეც. წერილი ბიჭმა ახლობლებისგან წერილი მიიღო, მისი ოთხფეხა მეგობარი კი, გვერდით ზის და თითქოს, პატრონთან ერთად, ისიც კითხულობს. გორგოლაჭები თუ ახალი რამის, ან ახალი საქმის დაწყების სურვილი გაქვთ, – ასაკი პრობლემა ნამდვილად ვერ იქნება! ეს სიყვარულია! ცხოველებსაც აქვთ რომანტიკული გრძნობები. კატა, მეორე კატასთან, პაემანზე მივიდა და ეს მომენტი კამერამ დააფიქსირა. ფეხის პროთეზები ფოტოზე ხედავთ ბავშვის პროთეზებს, დაწყებული მისი ადრეული ასაკიდან... პლუშის მეგობარი კატამ ქუჩაში თბილი "მეგობარი" იპოვა და ეტყობა, რომ კმაყოფილია... პანდა პანდები, იმის გამო რომ მტაცებლები არიან, – ძალიან საშიში ცხოველებად ითვლებიან. მაგრამ აქ, ამ მოსაზრების საპირისპირო მაგალითს ვხედავთ. პირველი შეხვედრა მამის, ახალშობილ შვილთან, პირველი შეხვედრის კიდევ ერთი მომენტი. ასეთი დაუვიწყარი მომენტის დანახვისას, ყველას შეჩერების და მისი კამერაზე დაფიქსირების სურვილი უჩნდება! ქორწილი მართალს ამბობენ: "სიყვარულს საზღვარი არ გააჩნია!" ამ ახალგაზრდამ შეყვარებული არ მიატოვა და მისი ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა მათი გრძნობების ქორწინებით დაკავშირება. გოგონა და ცხენი ეს ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელი ფოტოა, რომელიც უბრალოდ, სიკეთეს ასხივებს. დელფინარიუმი დელფინები მხოლოდ ჭკვიანი კი არა, მგრძნობიარე ცხოველებიც არიან. ისინი აშკარად გრძნობს ახალ, ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლეს. ჯარისკაცი გოგონა შეყვარებულის დაბრუნებას ელოდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი ისეთი არ დაბრუნდა, როგორიც წავიდა... მაგრამ, ის ღმერთის მადლიერია, რომ მასთან ცოცხალი დაბრუნდა. ცელქი ცუგა და შემოდგომა ძაღლს უკანა კიდურებით სიარული არ შეუძლია. მაგრამ, ეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს, რომ ფოთოლცვენის დროს გაერთოს. უკანასკნელ გზაზე... ეს სევდიანი და ამავდროულად, მეტად ამაღელვებელი ფოტოა, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ემშვიდობები ძაღლი პატრონს. არა და ამბობენ, რომ ცხოველებს არაფერი ესმით... ესმით, და თან როგორ ესმით! სითბო ზამთარი, სიცივე! მაგრამ, ეს ამ ძაღლს არ ეხება... სუფთა ჰაერზე გამოვიდნენ და როგორც ჩანს, პატრონმა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მასზეც იზრუნა... არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე ჭკვიანი ცხოველები – ტოპ 10, AZ Animals–ის ვერსიით* შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 6 წლის შვილი სიკვდილამდე მიიყვანა( "მამის დღე" – იცით რა განსხვავებაა დედას და მამას შორის? (15 სახალისო ფოტო)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?280 2-ს მოსწონს
|