x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს თუ მართალია, მაშინ გასაგებია, ამდენი რუსი რისთვის შემოეყარა ასე უცებ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

image


ბლოგერი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პირად გვერდზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს სანქცირებული პროდუქციისთვის ქმნის:


"სანამ მტკიცებულება არ იქნება, ეს უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რადგან სცდება ყველა ზღვარს და ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ომობს უკრაინის წინააღმდეგ და ჩაბმულია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების მკვლელობაში.


ერთი და ორი კი არა, 2000-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცია უკრაინაში. ქვეყნის ცივილიზებული მომავლის დასამარებაც კი მეორეხარისხოვანი ხდება ჩემთვის ამ ფონზე. რომელ მომავალზე უნდა განაცხადო პრეტენზია, თუ ბუჩაში მომხდარ ტრაგედიაში გაქვს სული გასვრილი.


მოღალატეობის მეტი რა ყოფილა, მაგრამ საქართველო, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასდროს თავს არავის დასხმია, დამპყრობლური ომი არ ჰქონია, სხვის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, რაც ერთერთია, რითაც ვამაყობ, ისევე, როგორც ვამაყობ, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი.


ამ სიამაყის გაქრობა ყველა ეროვნული იდეალის მსხვრევაა, რასაც ვერავის ვაპატიებ. ეს თუ მართალია, ბელარუსი პარტიზანები, რკინიგზას რომ ყრიან, რომ უკრაინისკენ მიმავალ რუსულ სამხედრო ტექნიკას გზა გადაუკეტონ, მონაგონი უნდა გახდეს, ისეთი უნდა ჩავატაროთ.


ეს თუ მართალია, მაშინ გასაგებია, ამდენი რუსი რისთვის შემოეყარა აქ, ასე უცებ. მაკდონალდსის არარსებობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებში, ისედაც მეეჭვებოდა ამდენი ათასი ქალი და კაცი დაემშია და გამოექცია. როცა ბომბები არ გაცვივა, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ორ დღეში მიიღო, ცოტა უცნაურია.


მაგრამ კიდევ ვამბობ, იმდენად არ მინდა დაჯერება, რომ ცხვირთან უნდა დამიდონ ყველა მტკიცებულება, რომ ყველა ბუმბული ამეშალოს. მსგავსი გახრწნილობა მაინც ვერ წარმომიდგენია. გახრწნილობას თავი დავანებოთ, პირადი სანქციების შიში, ღირსებაზე მეტი დაბრკოლება მგონია კიდევ ქვეყნის თავმჯდომარისთვის. მოკლედ არ მჯერა, მაგრამ ბრალდებამ ამაფორიაქა. - წერს ნათია ფანჯიკიძე.


ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ამ მძიმე ბრალდებას "ტყუილი" და "მიუღებელი" უწოდა.



0
977
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
977