x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125545
  • ვიდეო:355969
  • სურათი:498451
ცნობილი გახდა იმ ოფიცრის ვინაობა ვისი ბრძანებითაც ქალაქ ბუჩაში სასაკლაო მოაწყვეს რუსებმა
image უკრაინის ქალაქ ბუჩაში განმეორდა ის რაც თითქმის ორი ათწლეულის წინ მოხდა გაგრაში, სადაც სეპარატისტებმა და ჩრდილოეთ კავკასიის "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" წარმომადგენლებმა სასაკლაო მოაწყვეს, არ დაინდეს არც ბავშვები, არც ქალები და არც მოხუცები ეროვნების განურჩევლად.


მეტიც, პრაქტიკულად ბავშვებზე იძალადეს და მერე ჩაცხრილეს, ქუჩაში ქართველი მებრძოლების გვამებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის გვამები იყო მოფენილი, გაგრის "დინამოს" სტადიონზე კი ჯოჯოხეთი მოუწყვეს გადარჩენილ მოსახლეობას, მე მსმენია, მაგრამ რაც პირადად არ მინახია ვერ დავადასტურებ ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაშზე.


ბუჩაში დატრიალდა საშინელება, რუსულმა 64-ე ცალკეულმა ბრიგადამ რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი აზათბეგ ომურბეკოვი მეთაურობდა ქალაქში პრაქტიკულად არ დატოვა ცოცხალი მოქალაქე, ასაკის, ფიზიკური მდგომარეობის თუ ეროვნების განურჩევლად.

image


ხელებ და ფეხებ შეკრული ადამიანები პირდაპირ ქუჩებში დახვრიტეს, მანქანით მიმავალ ოჯახებს ტანკებით და ზოგადად ჯავშანტენიკით გადაუარეს, მოკლული ადამიანების გვამები კი საინჟინრო ტექნიკის დახმარებით ამოღEბულ ორმოებში ჩაყარეს და მიწა ზეზეულად მიაყარეს, თან ისე ხშირ შემთხვევაში ადამიანების კიდური ჩანდა მიწიდან.


ესაა სამხედრო დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ამ სადისტმა ვიცე-პოლკოვნიკმა შეასრულა პუტინის დავალება და გააკეთა მან და მისმა ბრიგადამ ის რასაც გერმანელი "გესტაპოელები" აკეთებდნენ, ბუჩა იქცა საველე საკონცენტრაციო ბანაკად რუსი აგრესორების ხელში.


მართალია უამრავი მასალა მაქვს ბუჩაში მომხდარ ტრაგედიაზე, მაგრამ არ მინდა მკითხველმა ნახოს ის შემზარავი კადრები რაც განვითარდა ბუჩაში.


იმედია ეს ძაღლთაპირი ოფიცრად წოდებული ღორი უკრაინულ ტყვიას გააცივებს საკუთარი სხეულით ან უკრაინელი შურისმაძიებლები მის ლიკვიდაციას მისსავე სახლში შესძლებენ ომის შემდეგ.


ამ არაკაცი სადისტის საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი ცნობილია და მისი გადაცემა ჰააგის სასამართლოსთვისაც არ უნდა იყოს რთული.


გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს, სიკვდილი აგრესორებს და ოკუპანტებს.

0
1536
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1536