საზოგადოება ჩელიაბინსკელმა 14 წლის მოზარდმა ჩხუბის დროს 15 წლის მოზარდი სიკვდილამდე სცემა 2022, 5 აპრილი, 16:13 ჩელიაბინსკის ოლქში სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბს ტრაგედია მოჰყვა. 14 წლის ბიჭმა 15 წლის მოზარდი ცემით მოკლა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდს შეეკამათა და სცემა. მოზარდი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. „ცარგრადი“ აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი ხევში გამვლელმა აღმოაჩინა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ის სწრაფადვე იპოვა. პორტალი ხაზს უსვამს, რომ აყვავებული ოჯახების ორივე მოზარდი პოლიციაში აქამდე არასდროს არ იყვნენ რეგისტრირებულნი. „ამჟამად ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებისა და აღკვეთის ღონისძიების არჩევის საკითხი წყდება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მტკიცებულებათა ბაზის შეგროვებას და კონსოლიდაციას“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ჩელიაბინსკის რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მე-4 ნაწილით არის აღძრული. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111 "სხეულის განზრახ მძიმე ზიანის მიყენება, გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი." გამოძიება გრძელდება. 231 3-ს მოსწონს |