Victoria's Secret-ის ლეგენდარული ანგელოზები ამჯერად კიმ კარდაშიანის თეთრეულის ხაზის კამპანიისთვის გაერთიანდნენ
ლეგენდარული მოდელები და Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზები ჰაიდი კლუმი, ტაირა ბენქსი, ქენდის სუეინპოლი და ალესანდრა ამბროსიო კვლავ გაერთიანდნენ კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის Skims-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში. მოდელებმა წარადგინეს საცვლები Fits Everybody ხაზიდან.
“მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი მოწმე, თუ როგორ ჩაუყარეს საფუძველი ტაირამ, ჰაიდიმ, ალესანდრამ და კქნდისმა და იყვნენ მოდის მისაბაძი ადამიანები და შემქმნელები. და ამ კამპანიაში მათი ერთად შეკრება ოცნებაა. ყველა ეს ქალი ერთ-ერთი პირველია და ძალიან მიხარია, რომ ამ გზით ვაჩვენებ მათ წვლილს." თქვა კიმმა ინტერვიუს დროს.
, , როდესაც კიმ კარდაშიანმა დამირეკა და შემომთავაზა ჩემი და ამ წარმოუდგენელი ქალების გაერთიანება Skims-ისთვის, მაშინვე დავინტერესდი. და აქ ვართ! პოდიუმიდან გასვლის შემდეგ საცვლებში არ მიპოზიორია, მაგრამ ველოსიპედის ტარებას ჰგავდა. პოზები დაბრუნდა და კიდევ უფრო გაბედული, ვიდრე ადრე."- ტაირა ბენკსი.
Skims-ისა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების თანამშრომლობა ახალი არ არის- მაგალითად, სუპერმოდელი ქეით მოსი გასულ წელს Skims-ის სახე გახდა. ბრენდის ფოტოსესიებში ასევე გამოჩდნენ მეგან ფოქსი, კორტნი კარდაშიანი და დემი მურის და ბრიუს უილისის ქალიშვილი რუმერ უილისი.