x
ბუდას 17 საოცარი გამონათქვამი
ბუდას 17 საოცარი გამონათქვამი

იხილეთ ბუდას 17 საოცარი გამონათქვამი:

1."ნუ იცხოვრებ წარსულით, ნუ იოცნებებ მომავალზე, კონცენტრირება გააკეთე აწმყოზე."

2."ათასობით არაფრისმთქმელ სიტყვას, ერთი მშვიდობის მომტანი სიტყვა სჯობია."


3."არც საჭმელი მიიღო ზომაზე მეტად და არც შეგშურდეს სხვების. ის ვისაც შურს სხვების, გონების სიმშვიდეს ვერ ეღირსება."

4."სიკვდილიც კი ვერ შეაშინებს მას, ვისაც ბრძნულად უცხოვრია ამ ქვეყნად."

5."სიძულვილი ვერ შეწყდება სიძულვილითვე. მას მხოლოდ სიყვარული შეაჩერებს. ეს მარადიული კანონია."

6."მას ვისაც 50 ადამიანი უყვარს, 50 წუხილი და დარდი აქვს. მას ვისაც არცერთი არ უყვარს არც წუხილი და დარდი აქვს."

7."ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ჯილდოა. იგი უზარმაზარი სიმდიდრით კმაყოფილებისა და საუკეთესო ურთიერთობის უტყუარი ნიშანია."

8."მე ვერასოდეს ვუყურებ თუ რა გაკეთდა, მე მხოლოდ ვხედავ თუ რა შემორჩა ამ გაკეთებულიდან."

9."ცაში არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამ განსხვავებებს ხალხი დედამიწაზე თავიანთი გონების მიხედვით ქმნის და შემდგომ იჯერებს და სიმართლედ მიაჩნია იგი."

10."ათასობით ბრძოლების მოგებას შენი საკუთარი თავის დაპყრობა ჯობია, რადგან ეს გამარჯვება შენია და მას ვერავინ წაგართმევს. ვერც ანგელოზები და ვერც დემონები, ვერც სამოთხე და ვერც ჯოჯოხეთი."

11."სანთელი ცეცხლის გარეშე ვერ დაიწვება. ასევე ადამიანები ვერ იცხოვრებენ სულიერების გარეშე."

12."მშვიდობა შიგნიდან მოდის, არ ეძებოთ ის გარეთ."

13."გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, მას ყოველთვის მიაღწევ."

14."ენა ბასრი დანასავითაა, ის სისხლის გამოდინების გარეშე კლავს."

15."არაფერი არაა ეჭვებზე უფრო საზარელი. ეჭვები აცალკევებს ხალხს. ის არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ის არის ხანჯალი, რომელიც კლავს."

16."ისინი, ვინც თავისუფალნი არიან გულღვარძლიანი ფიქრებისაგან, უდავოდ იპოვიან სიმშვიდეს."

17."დიდი ხნით სამი რამ არ შეიძლება დაიმალოს. მზე, მთვარე და სიმართლე"



0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0