საქართველო "მაგით რომ აეროპორტს მოვადგე, ვის დავაჯერებ რომ ცოლისთვის მომაქვს?!" - რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი 2022, 5 აპრილი, 11:56 უკრაინაში, პუტინის ომში მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ერთ სახალისო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"რა დრო დადგა, ჯაველინი გახდა ყველაზე კარგი საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის. შემპირდნენ ერთი ჯაველინი დაიმსახურეო, მაგრამ მაგით რომ აეროპორტს მოვადგე ვის დავაჯერებ რომ ცოლისთვის მომაქვს."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი და ჩვენი ბავშვობის ერთ - ერთი საყვარელი საღეჭი რეზინის - "love is" - ის ნახატის პაროდიას აზიარებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ქართველ და უცხოელ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ბოროტებისა და ნომერი პირველის მტრის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.1473 შეფასება არ არის |