x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საინფორმაციო სააგენტოებს ახლაც კატეგორიულად ვთხოვ, ეს პოსტი არ გააზიარონ" - თეა გვასალია

image

"ბუჩამდე იყო ოსვენციმი, მილიონნახევარი დახოცილი ბავშვით, კოსოვო, დღეს 13 000 მშვიდობიანი მოსახლეობით ნაკლები რომ ჰყავს და აგერ, მთლად გუშინ - დამასკო, 100 000 მსხვერპლიდან 5000 რომ ქალი იყო და 3000 ბავშვი, აღარაფერს ვამბობ ჩვენ საკუთარ ტკივილზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.
imageომი არ უნდა დაიწყოს, თორემ რომელ ომში გინახავთ მოწინააღმდეგის დანდობა და კეთილშობილური ჟესტები. ომს გეოგრაფიული დასახელებები და დაწყება-დამთავრების თარიღები აქვს განსხვავებული, თორემ ყველგან გენოციდს, მხეცურ წამებას და ძალადობას, საერთო საფლავში ჩაყრილ, დაუნდობლად დახვრეტილ მშვიდობიან მოსახლეობას, დაღუპულ ჟურნალისტებს და ექიმებს, მიწასთან გასწორებულ ქალაქებს და სოფლებს ნიშნავს.
imageმთელი მსოფლიო ხომ უკრაინის მხარესაა, ხომ უგზავნიან დახმარებას, იარაღსაც, გულში იხუტებენ მათ ლტოლვილებს, შუა თითს აჩვენებენ პუტინს ჰოლივუდიდან, სანქციებს სანქციებზე უწესებენ რუსებს, იკრიბებიან რუსეთის საელჩოსთან, სამ ასოზე აგზავნიან რუსეთის ფლოტს, მაგრამ ომში ჩაბმას არავინ აპირებს, რადგან მშვენივრად ესმით, რომ გამწარებული, დაჭრილი დათვის გაღიზიანებით შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და თავზე დაენგრეთ აწყობილი ცხოვრება.
imageimageამ კაციჭამია, უსისხლო მონსტრთან პირისპირ დარჩენილი უკრაინელების ვაჟკაცობა ცალკე თემაა და პოსტი კი არა, რომანი ეკუთვნის, მაგრამ გლობუსზე 145 მილიონიან რუსეთს და 45 მილიონიან უკრაინას რომ ვუყურებ და მერე ჩვენს მოცუცქნულ ქვეყანაზე გადმომაქვს მზერა, ყველაზე მეტად მშვიდობას ვნატრობ და ძალიან გთხოვთ, უხორცოებივით უშიშები ნუ შემომიხტებით აქ აბჯრების ჟღარუნით, კლავიატურის წკაპუნით და გულზე მჯიღის ცემით.
image
P.s. ეს აბზაცი წაიკითხეთ მხოლოდ მათ, ვისაც ნაწერიდან აზრის გამოტანა გიჭირთ. არ ვეხები პოლიტიკას, არც ქოცებს და ნაცებს, არსად მიხსენებია რუსეთის გაღიზიანება-არ გაღიზიანების და მისთვის სანქციების დაწესების თემა, არ ვარ საკმარისად კომპეტენტური იმისთვის, რომ „ბრძნული“ რჩევები მივცე მთავრობას, როგორ უნდა იქცეოდეს რუსეთთან მიმართებაში, მხოლოდ მშვიდობას ვნატრობ ჩემი სამი და თქვენი ბევრი შვილისთვის.
imageP.s.s საინფორმაციო სააგენტოებს ახლაც კატეგორიულად ვთხოვ, ეს პოსტი არ გააზიარონ."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და მთარგმელი თეა გვასალია
4
356
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
356
  
2022, 5 აპრილი, 12:13
ეხლა ნაცებზე და მათ სატელიტებზე,ადამიანები არ იცვლებიან და არც ეს ხალხი შეიცველბა. ერთ ამბავს გეტყვით,იყო ვირების და ცხენების ქვეყანა. ცხენების ქვეყანა განვითარებული იყო,ყვაოდა ყველაფერი და ყველაფერი იდეალურად ქონდათ. ვირები სიღარიბეში ცხოვრობდნენ და სულს ღაფავდნენ. ერთ დღესაც ადგნენ და სათათბიროდ დასხდნენ,მოიფიქრეს და გადაწყვიტეს აგენტი შეეგზავნათ ცხენთა ქვეყანაში. ამოარჩიეს ერთი სასიქადულო ვირისშვილი,მორთეს და ცხენს დაამსგავსეს. შევიდა ეს ვირიშვილი აგენტი ცხენთა ქვეყანაში,შეერია მასას და გეგმის განხორციელებას აგრძელებდა. ერთ დღესაც,როცა კარგად გამოიკვება,შეაწუხა ჩვეულებამ და ყროყინი დაიწყო. ასეა ადამიანებშიც,შეუძლებელია ადამიანები შეიცვალონ. ხოდა ნაცებიც ეგრე არიან,მანამდე მოქ.კავშირი ერქვათ და ეხლა ევროპული,ნათელი საქართველო დაირქვეს,ხოლო ქცევები და მიდგომები ერთი აქვთ მაინც,საკუთარი ინტერესები და ბევრი ფულის შოვნა. ავანაანთ ბიძინიმ აქეთ იქეთ მიმოფანტული მოქკავშირელები გამოიყენა 2012 წელს და მერე დაახვევინა. ვერაფერს იტყვი,ჭკვიანი კაცია და გველაძუა. ერთი ნაკლი მაინც აქვს,სოციალ-დემოკრატია და ეგ ღუპავს,თორე პუტინის აგენტი რომ არ არის ეგ ყველამ იცის,ნაცებმაც იციან ეგ ამბავი. სანქცირებულთა სიაში არ არის,ეხლა რაღაც სასამართლო მოიგო... რა შეაშინებდათ ევროპიელებს,დაუწესებდნენ სანქციებს,მაგრამ არ აქვს კავშირი მაგ ჩემისას და ამიტომ ვერ დაუწესეს.
2022, 5 აპრილი, 11:58
ესე პირდაპირ ვერ გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს უკრაინა და დაიწყეს ომი,რათა ომის ძალით რუსეთის გავლენა გააპრაონ,ხოლო ამ ყველაფერში ევროპა ეხმარება რუსეთს. ჩვენი ჩათრევა ომში კი ამ ყველაფრის იდეალური დასასრულია,დაპყრობილი საქართველო და ჯიბეში ყავთ ევროპა. თურქები ვითომ ძალიან დარდობენ და ვითომ ზავზე ჩალიჩობენ,როცა მათი სარგებელი არის აქ. თურქებს სჭირდებათ საქართველო და არ აწყობთ რუსული გავლენა აქ,რადგან სატრანსპორტო ჯაჭვი წყდება აქ.უკვე ტვირთები ჩინეთიდან ჩვენ გავლით ხორცილდება და ამიტომაც დიდი ყურადღება გვმართებს ერს.

ამიტომაც უნდა შეწყდეს ნებისმიერი რესურსის გადინება უკრაინაში ჩვენიდან,როგორც ადამიანური,ასევე ფინანსური. ახლო პერიოდში,რთული ვითარება გვექნება და მოკლევადიან ფასების მატება,დეფიციტი პროდუქტებზე,სანამ გადავეწყობით ახალ რეალობაზე,მერე კი საქართველოს მნიშვნელობა გაიზრდება. ეს არის ამერიკული პროექტი და ომით ევროპას აიძულებს რუსების რესურსებზე უარის თქმაზე,ხოლო ეტაპობრივად ხოდავს ახალ არხებს საქართველოს გავლით. ევროპელები ბეცი ხალხია,უაზროდ გადავრდნილი ბიუროკრატიაში და რაღაც წესებში,ხოდა ადგა და დაიწყო,უფრო სწორად არასწორი სიგნალებით დააწყებინა ომი რუსეთს,ხოლო ევოპა წააქეზა სანქციებისკენ.ამერიკას არაფერში არ ადარდებს უკრაინა,ეს ასე იყო სულ,ეს თამაშია და იმიტაცია,თითქოს ამერიკა თავის ინტერესებს აფიქსირებს,როცა არაფერში არ სჭირდება. ამერიკას სჭირდება საქართველო და ალტერნატივა,რითაც რუსებს ჩახსნის ბევრი რამიდან და გავლენების სფეროს შეუმცირებს ევროპაში.ამით კი საკუთარ იმპერიალისტურ ინტერესებს დაიკმაყოფილებს,დიდი რესურსის გარეშე დატოვებს ირანს,ჩრდ.კორეას და სამხრეთ ამერიკაში შეასუსტებს რუსულ ინტერსებს. ამიტომ არის საფრთხილო და ამიტომ ერთი ადგილის თამაშს მოეშვან ზოგიერთები,საქართველოსთვის მაგარი გარდამტეხი მომენტია.
2022, 5 აპრილი, 11:42
როცა აფხაზეთში შესვლას აპირებდნენ,მაშინ ედიკას უკითხავს რაღაც "საბჭოსთვის" რა ვქნათო,ხოდა იოსელიანის მეთაურობით მოუწოდებიათ შესულიყვნენ აფხაზეთში. ერთ პიროვნებას,გვარად ჭავჭავაძეს უკითხავს,რუსები თუ შემოვიდნენ რას ვშვებითო და იოსელიანს უთქვამს,არ შემოვლენო. შევიდნენ და რუსებიც შემოვიდნენ,შემოყარას ჩრდ.კავკასიელები და აჟუჟინეს ქართველები. სწორედ ამ ჩრდილო კავკასიელთა "დიდიმა" ყაბარდოლებმა მოკლეს შარტავა და მეორე იყო კიდევ(ბოდიში,სახელი არ მახსენდება ეხლა). ათასობით დევნილი და გაპარტახებული ქვეყანა მივიღეთ. ამ ხალხის შვილობილები არიან სააკაშვილი,ჟვანია და ძმანნი მათნი,ხოდა ეხლაც ისევ იგივეს აკეთებენ. ედუარდამ ძალაუფლება მიიღო და უჯიგრა რუსებს,მიშა ივანოვმა მოიყვანა და აჩუქა კოდორი,ხოდა ეხლა ვერ ისვენებენ,რადგან ქოცეთი ქართველმა ხალხმა აირჩია და ძალაუფლება მათ მიანიჭეს,ხოდა ხალხს ემსახურებიან და არ იწყებენ ომს. ქოცეთის პრობლემა სოციალ-დემოკრატობა არის,ყველა მათი უუნარობა მაქედან მომდინარეობს. ამიტომ დაფიქრება და ახლო წარსულის გახსენება გვჭირდება ერს,რათა აღარ შევიდეთ იქ,სადაც ერთხელ უკვე კისერი წავიტეხეთ.

აქვე,მსოფლიო ისტორიას და დიპლომატიას არ ახსოვს მეგობარი სახელმწიფოები,ეგეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საერთო და საპირისპირო ინტერესები,რომელიც ხშირად იცვლება. ამიტომ არ არის უკრაინა ჩვენი მეგობარი და არც საერთო ინტერესები გვაქვს,რადგან ჩვენ ვართ ალტერნატივა რესურსების ტრანსპორტირებისთვის,ხოლო უკრაინა უკვე ტრანზიტია რუსული რესურსების ევროპისკენ. აზერბაიჯანს,ჩვენ და თურქეთს გვაქვს საერთო ინტერესები,ხოლო ამ რიცხვში არ შედის უკრაინა. ეხლა ცდილობენ,რომ ეს ალტერნატიული მარშუტი შეიზღუდოს და ევროპა უფრო დიდი ხნით იყოს ჩამოკიდებული რუსებზე.
2022, 5 აპრილი, 11:26
სწორი აქცენტები დასვა "ამბობენ" ქალმა და სრულიად ვეთანხმები. ტყვია არ უნდა გავარდეს,თორე მერე აზრი ეკარგება ყველაფერს. ისე ამბობენ,რომ ეტყობათ ომი უნდათ,მაგრამ ეს არ მოხდება,არ უნდა მოხდეს. 1992 წლისთვის ყველა სრულწლოვან ადამიანს ბოდიში აქვთ მოსახდელი მინიმუმ,ზოგს მოქმედებისთვის და ზოგსაც უმოქმედობოსთვის,მაგრამ ისევ ომს გაიძახიან. იმ წლებში,ჩემმა თაობამ ბავშობა დაკარგა და ჩემი თანატოლებისთვის ბავშობის საუკეთესო მოგონება ჯართის მოგროვება არის,ხოლო ჩემზე ოდნავ უფროსებისთვის უფრო მძიმე იყო აღნიშნული პერიოდი. თაობები დაიკარგა ნარკოტიკებით და ბევრმა მათგანმა დაღი მიიღო ამისგან,რაც დღესაც გამოყოლილი აქვთ. ამიტომაც არანარი დამოუკიდებლობა და არანაირი თავისუფლება არ არის ამ ყველაფერში,თუ უპირველესი ადამიანი არ არის და მისი სიცოცხლე. ამიტომაც არ მსურს ომი და ამიტომაც ვუწონებ პოლიტიკას ქოცებს,არ მინდა ახლანდელმა ბავშვებმა ის გამოიარონ,რაც ჩემმა თაობამ გამოიარა. სიკვდილი არ მგონია ძნელი საქმე,მაგრამ რისთვის კვდები დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ გეტყვიან,რომ მომავალი თაობებისთვის იბრძვიან,მაგრამ ეგ მომავალი თაობა გაწირეს შიმშილისთვის,ნარკოტიკებისთვის,ხოლო ახლა იგივეს აკეთებენ. მესმით,თუ თავს გესხმის ვიღაც და შენ ყველაფერი გააკეთე ამის ასარიდებლად,მაშინ შეხვიდე ომში,მაგრამ სხვა ქვეყნის გამო არ უნდა უნგრევდე საკუთარ ბავშვებს ცხოვრებას.
0 1 4