x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პრინცესებიც ცდებიან! -სამეფო სკანდალები
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის.


შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები.



ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.


პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.


ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ყველა სამეფოს საუკუნის მანძილზე დაწერილი მკაცრი, გარკვეული ეტიკეტის დაცვის მოთხოვნადი თუ სასაცილო ან უცნაური წესი აქვს, რომლის შესრულება მათი ოჯახების წარმომადგენლებს მთელი სიმკაცრით უწევთ. ჩვენთვის გასაკვირი და წარმოუდგენელი წესები, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა არის სამეფოები, რომელთა ძველი ტრადიცია განახლებულმა, შედარებით თანამედროვემ ჩაანაცვლა და ახლა, მათ მხოლოდ გარკვეული სტანდარტების დაცვა უწევთ.


ბუკინგემის სასახლის წევრებს, და არა მარტო, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სულაც არ ემორჩილება მათ მიერ დაწერილ წესებს და იქცევა საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც უკვე არაერთი ამბავი მოწმობს.


სპეციალური წესები, რომლებიც სამეფო ოჯახებისთვის დაიწერა, მიზანია იმის რომ ისინი საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სტანდარტები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ლურჯი სისხლის წარმომადგენლები ყოველთვის უშეცდომოდ გამოიყურებოდნენ საზოგადოების წინაშე. მათაც ამოძრავებთ პირადი სურვილები და გართობის საკუთარი პრინციპები, თუმცა...


არაერთხელ ვნახეთ ტირაჟირებული ფოტოები, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მათი ქცევისთვის შეუფერებელ სიტუაციაში გამოიჭირეს პაპარაცებმა, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ კიდევ ერთ ასეთ კრებულს, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ თავიანთი შეუფერებელი სამოსის გამო და პაპარაცების ობიექტივს ფაქტები არც ამჯერად გამორჩა.


პრინცესებიც ცდებიან! -სამეფო სკანდალები


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





იხილეთ აგრეთვე:




სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, რომლებმაც წესი დაარღვიეს და ტატუ გაიკეთესimage





პიკანტური ფოტოები, რომელთა დავიწყებაც სურს სამეფო ოჯახსimage






რა იმალება ამ სკანდალური სამეფო ფოტოების უკან?image





ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ თავისი ფოტოებით ყველა შოკში ჩააგდოimage





სკანდალური შემთხვევები, როდესაც პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახი შეარცხვინაimage



0
1532
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0