x
image
თამილა გურაშვილი
"ფასების ზრდა ომს რატომ უნდა დავაბრალო..როცა 5 წლის მარაგი ქვეყნიდან გავიდა?" - დარეჯან მეფარიშვილი

image
"კვერცხისა და ფრინველის ხორცზე ფასები 10%-ით გაიზარდა. პარალელურად იზრდება სხვა პროდუქტებზე ფასები. პური მგონი, მხოლოდ მარილისა და საფუარისგან მზადდება, გუშინ 450 გრამიანი პური ვიყიდე, ჰაერივით იყო, 450 გრამი კი არა, 100 გრამი გამოვიდოდა საერთო ჯამში. ხომ ვერ მეტყვის ამხანაგი პრემიერი ვის გაუზარდა ხელფასი? სად, რომელ სექტორში ავყვავდით!

და კიდევ ერთი, საქართველოს რესურსი რომ ჰქონია, უკრაინის ომმა გვანახა.
ხალხს მშვიდობა და გადარჩენა! უკრაინის უმადურ მთავრობას კი იმდენი დახმარება შეუვიდა ჩემი სამშობლოდან, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ არცერთ სახელმწიფოს რომ არ გაუგზავნია! უკაცრავად, მაგრამ 4 დღის წინ აღებული ხელფასი, დღეს უკვე რომ აღარ მაქვს (დარჩენილი 60 ლარით თვის ბოლომდე თავს მხოლოდ პრემიერი და მისი კაბინეტი გაატანს, მხოლოდ მათ იციან "მიგამქარდული"), სააღდგომოდ კი ფასები იზრდება და იზრდება, ომს რატომ უნდა დავაბრალო, ან მსოფლიოში ფასების ზრდას, მაშინ, როცა 5 წელის მარაგი ქვეყნიდან გავიდა?

პ.ს. ისე, გუშინ სია (არასრული) მომცეს, რომელ უწყებაში ვისი დები, ძმები, ცოლები, საყვარლები, სიდედრები, სიდედრების ყოფილი ქმრები და საყვარლები, დედამთილების ქმარ-საყვარლები, ბიძაშვილის მამიდაშვილის მეზობლის საყვარელი, ქმარი ან ცოლი როგორ ჰყავთ "დასაქმებული", სამინისტროებში, უნივერსიტეტებში, სიპებსა და ა.შ. და რომ მათი მთავარი "ფუნქცია" ყოველი თვის ბოლოს 20-დან 25-მდე პერიოდში, დარიცხული თანხის დასტურად ბანკიდან მიღებული სმს-ის წაკითხვაა. და ხომ არ გგონიათ რომ ჩემსავით, ვირივით რომ ვმუშაობ, კაპიკებს უხდიან. ერი ქუჩაში მაინც არ გამოვა და არც მე ვარ ის ტიპი, სხვების გადასარჩენად თავი დავიწვა, ამიტომ ხშირ-ხშირად წავიკითხავ სიას " - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი.
0
321
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0