x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გირჩი“ მიშას „მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას შეცვლას სთხოვს
image

პარტია „გირჩის“ ერთერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშილი მიიჩნევს, რომ ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი პრობლემა ნიკა გვარამიასა და "მთავარ არხს" უკავშირდება.


"გირჩი" სოციალურ ქსელში დასპონსორებულ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მიხეხილ სააკაშვილმა პირველ რიგში "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია უნდა შეცვალოს და "მთავარი არხის" ფორმატი გადაიხედოს.


რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს და მსგავსი ოპოზიციური არხები ამ სტილით მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ამომრჩევლის მოზიდვას ვერ შეძლებენ. იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაიზარდოს და "ნაციონალური მოძრაობის" მიმართაც ნდობა აღდგეს, აიცილებელია "მთავარ არხზე" ჯანსაღი დისკუსიები გაიხსნას და ისაუბრონ შიდა პრობლემებზე, თუ რატომ არ იზრდება მათი რეიტინგი.


„ბათუმში არჩევნები ოცნების გამარჯვებით 70:30 დასრულდა. ტექნიკურ ნაწილში ყველაფერი მშვიდად ჩატარდა, და ჩემი დაკვირვებით, ფანატიკოსი-ნაცების გარდა, ყველა მიხვდა, რომ არჩევნები ოპოზიციამ რეალურად წააგო.

ახლა, მხოლოდ, იმაშია საქმე, დაფიქრდებიან ნაციონალურ მოძრაობაში წაგების მიზეზებზე თუ არა. შეუძლებელია, ყველაფერი სუს ან ფულს დააბრალო. 40%-იან სხვაობას ხელოვნურად ვერ დასვამ და წაგების მიზეზი მათ შორის ოპოზიციის მხარესაც არის.

ჩემი აზრით, პოლიტიკურ ნაწილში ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა - ნიკა გვარამია და ძირითად ოპოზიციურ ტელევიზიაზე მის მიერ მოწყობილი უსასრულო დრამაა. ახალ ამომრჩეველს ამით ვერ მოიპოვებ, ხოლო ამომრჩევლის ნაწილს ადრე თუ გვიან 24-საათიანი კივილი: „ოცნება - რუსები არიან და ამიტომ მიშას დაუჭირეთ მხარი“, მობეზრდება. იმედია, ეს არჩევნები დააფიქრებს მიშას, რომ ასეთი გუნდის ხელში ის ციხიდან ვერ გამოვა.


ამის სანაცვლოდ, „მთავარი“ კომპეტენტურ ადამიანს უნდა გადააბარო, რომ იქ კრიტიკული დისკუსია და შიდა ოპოზიციური დებატები მიდიოდეს, რათა ოპოზიციის შიგნით უკეთესი იდეები და მეტად პერსპექტიული პოლიტიკოსები გაიფილტროს. ნაციონალურ მოძრაობაში იდეების დეფიციტის გამო, ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს დაწევს, მაგრამ ზოგადად ოპოზიციას გააძლიერებს და 2012 წლიდან პირველად რეალურ პრობლემას შეუქმნის ქართულ ოცნებას. ახლა, ამაზე კარგს მიშა ქვეყნისთვის მაინც ვერ გააკეთებს.


თუ მთავარი გადაეწყობა, მას დანარჩენი ოპოზიციური მედიაც მიყვება, შედეგად კი ჩამოყალიბდება ოპოზიცია, რომელსაც აქვს იდეა და ყავს პოლიტიკოსები, რომლებსაც ამ იდეების მართლაც სჯერათ. უიდეობას, კონფორმიზმსა და შიშს უიდეობით და დრამით ვერ დაამარცხებ. მას იდეები, ამბიციები და უკეთესი საქართველოს ხედვა უნდა დაუპირისპირო.


ახლა კი მხოლოდ იმ იმედით ვართ, რომ ღარიბაშვილის მორიგი სამარცხვინო განცხადების შემდეგ, ჩვენი მოსახლეობა საბოლოოდ გაბრაზდება და მოიშორებს ამ მთავრობას. თუმცა მიშა და მისი მედია, სადაც საღი აზრი და დისკუსია დიდი ხანია, რაც დაბლოკილია, ყველაფერს აკეთებს, რომ ოცნების მმართველობა რაც შეიძლება უფრო დიდი ხნით გახანგრძლივდეს", - წერს რაქვიაშვილი.


ნიკა გვარამია 2020 წლის მაისიდან მთავარი არხის საკონტროლო პაკეტს აღარ ფლობს.


22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, არხის მოქმედმა მფლობელებმა, ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ, ჯამში, ტელევიზიის წილის 38% გაასხვისეს.

მთავარი არხის 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმენტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს, ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს. ეს 37 პროცენტი ბაკურ ჯახაიამ ნიკა გვარამიასგან იყიდა. გვარამია მანამდე არხის წილის საკონტროლო პაკეტს (51%) ფლობდა. აღსანიშნავია, რომ ჯახაია დაკავშირებულია ნიკოლოზ სისაურთან, რომელიც თავის მხრივ, უკვე ფლობს “მთავარი არხის” 3 პროცენტს. ნიკოლოზ სისაური ოფიციალურ დოკუმენტებში ჯახაიას წარმომადგენლად ფიგურირებს. სისაური ტელეკომპანია “საქართველოს” დირექტორია, რომლის მფლობელებიც, კობა ნაყოფიას შვილთან ერთად, ძმები ყარამანიშვილები არიან. ყარამანიშვილები, თავის დროზე, “რუსთავი 2”-ის წილებს სწორედ ტელეკომპანია საქართველოს გავლით ფლობდნენ.


აშშ-ის მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძემ არხის 1% ანჯაფარიძისგან 1 000 ლარად შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვასილიძემ 2020 წლის 3 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, არხის კაპიტალში 100 ათასი დოლარი უკვე შეიტანა. რეესტრის მიხედვით, არც ვასილიძეს და არც ჯახაიას, ”მთავარი არხის” გარდა, საქართველოსთან სხვა სახის ბიზნესაქტივობა არ აკავშირებთ.

ცვლილებების შედეგ “მთავარი არხის” წილები ასე ნაწილდება:


კახაბერ ანჯაფარიძე – 38%
ნიკა გვარამია – 14%
მარი ანა რურუა – 2.5%
თეიმურაზ ვასილიძე – 1%
ბაკურ ჯახაია – 37%
ნიკოლოზ სისაური – 3%
გიორგი რურუა – 2.5%
შპს “საქართველოს უნივერსიტეტი” – 2% (შპს “საქართველოს უნივერსიტეტის მესაკუთრეები: ნიკოლოზი ალასანია – 12, 5%; გიული ალასანია – 37, 5%; მანანა სანაძე – 50%)

0
669
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0