x
image
ხათოხათო
ქალის მონოლოგი
imageჩემი შეყვარებული ყოველკვირა მეპატიჟებოდა ქალაქგარეთ, იოლად არბოდა აღმართებზე, არ უშინდებოდა ტყესა და ღრეს.

ჩემი ქმრის გაყვანა ქალაქგარეთ მთელი პრობლემაა. როდესაც სავარძელს სცილდება, ოხრავს. თუ მოხდა სასწაული და ნაცნობებს გაყვა აგარაკზე, მთელი დღე კარტს თამაშობს.

ჩემი შეყვარებული თვალს არ მაცილებდა, როდესაც ვლაპარაკობდი, ისე იცინოდა ყოველ ჩემს ხუმრობაზე, თავი მსოფლიოში ყველაზე ენაკვიმატი მეგონა.

როცა მინდა დაველაპარაკო ჩემი ქმარი გაზეთს კითხულობს ან კომპიუტერში იქექება, თუ ვხუმრობ, ისე მიყურებს, თითქოს მორიგ აბდაუბდას ელოდება ჩემგან.


ჩემ ქმარს ერთი კარადა წამლები აქვს.ზოგჯერ ღამეც კი მაღვიძებს, რაღაც მტკივა, ყელი მაქვს გამშრალიო.

ჩემი შეყვარებული სულ მეკითხებოდა, რამე ხომ არ გაქვს სახლში შესაკეთებელიო.ერთხელ დიდი ხნის გაფუჭებული საათიც კი აამუშავა.

ცნობისათვის: ჩემი შეყვარებული და ჩემი ქმარი ერთიდაიგივე პიროვნებაა.

19
124
12-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
124
  
2013, 3 იანვარი, 15:02
რა მოგეწონა? :D
2012, 22 დეკემბერი, 23:39
ძალიან კაია :*
2012, 14 დეკემბერი, 9:44
კარგია :))
2012, 12 ოქტომბერი, 22:41
ნუ ყველა კაცი მაინც ერთნაირი...ბოლოს მუღამი ეკარგებათ...
2012, 23 სექტემბერი, 14:48
+++++++
2012, 23 სექტემბერი, 13:34
მადლობა მაგრამ ეს ჩემზე არაა :)))))))
2012, 23 სექტემბერი, 13:33
ფსიქოლოგიურ კლუბში სიარულისას სხვადასხვა ტრენინგებს გავდიოდით და თამაშებს ვთამაშობდით მათ შორის ოჯახებში არსებულ კომფლიკტებს და მაქედან ვიცი ეგ ინფორმაცია, თუმცა უამრავითეორია არსებობს ამ ყველაფრის შესახე. მაგრამ კრიზისები მერეც იჩენენ თავს გარკვეული პერიოდის მერე თუმცა ყველა მოგვარებადია.
მოკლედ წარმატებებს გისურვებ.
2012, 23 სექტემბერი, 13:25
საერთოდ ამბობენ რომ კრიზისი 4 წლის შემდეგ დგება
2012, 23 სექტემბერი, 13:22
ახალ ოჯახებში პირველი სამი წელი ყოველთვის რთულია. ამ პერიოდში ხშირია ოჯახების დანგრევა. თუმცა მერე ყველაფერი კარგათ მიდის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10