x
image
ხათოხათო
სასტიკი მმართველი
imageძველად, ერთ თავადს არ უნდოდა თავის სამფლობელოში ვინმეს შეშვება, გარშემო სამფლობელოს უზარმაზარი გალავანი შემოავლო და დიდ მდინარეზე აგებული ხიდის გარდა იქ შესვლა შეუძლებელი გახდა.ამ ხიდზე შეიარაღებული გუშაგი დააყენა, რომელსაც დაავალა ვინც ამ სათავადოში შესვლას დააპირებდა ეკითხა რისთვის მოდიოდა.

თუ მგზავრი შესვლის მართალ მიზეზს არ ეტყოდა მას იქვე გამზადებულ სახრჩობელაზე ჩამოახრჩობდა, თუ სიმართლეს ეტყოდა, მგზავრს მდინარეში გადააგდებდა და დახრჩობას მაინც ვერ გადაურჩებოდა.

ასეთი სისასტიკით უმასპინძლდებოდა მმართველი ყველას, ვინც მის სამფლობელოში შესვლას მოისურვებდა.

მაგრამ, გამოჩნდა ერთი გულად კაცი, რომელიც გულმშვიდად მიადგა ამ სახიფათო ადგილს.


-რისთვის მოდიხარ?-მკაცრად შესძახა გუშაგმა.

ამ გაბედულ კაცს ისეთი პასუხი აღმოაჩნდა, რომ გუშაგმა, რომელიც მუდამ პირნათლად ასრულებდა ტავის მოვალეობას, ვერაფერი მოუხერხა მგზავრს და ისიც თავისუფლად შევიდა სასტიკი თავადის სამფლობელოში.

თქვენც გამოიცანით, რა პასუხი გასცა მგზავრმა გუშაგს, რომ აკრძალულ სამფლობელოში შესვლა მოახერხა

12
63
10-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
63
  
2012, 14 დეკემბერი, 17:02
:)))))))
2012, 14 დეკემბერი, 17:01
მე ხომ ის მმართველი არ ვარ :))))
2012, 14 დეკემბერი, 15:38
მაშინ არ ვიცი:)) დღეს, ხათოხათო, შეგვიბრალეთ:))
2012, 14 დეკემბერი, 15:35
:D :D არა
2012, 14 დეკემბერი, 9:50
სიკვდილმა მიაკითხა ცელით, არა? :))
2012, 23 სექტემბერი, 14:47
+++++++
2012, 23 სექტემბერი, 13:19
დაახლოებით მაგრამ არც ისე რთული პასუხი აქვს :))
2012, 23 სექტემბერი, 13:17
+100
ორი კარის დილემას გავს. ასეთი ფსიქოლოგიური სავარჯიშოა.
2012, 20 სექტემბერი, 20:21
+++++++++++++++++++++++++++++
2012, 20 სექტემბერი, 18:26
დამაინტერესა:)))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10