ისტორია საბრძოლო ველოსიპედები და მათი გამოყენება ომში 2022, 6 აპრილი, 9:49 ქვემოთ ფოტოზე-საბრძოლო ველოსიპედი Columbia Model 40 მოცემული, ტყვიამფრქვევით კოლტ ბრაუნინგი М1985. დამზადებულია აშშ-ში მე-19 საუკუნის ბოლოს. ეს საბრძოლო ველოსიპედების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ვარიანტია. თუმცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა: ის ტლანქი და არასაიმედო გამოდგა. საბრძოლო ველოსიპედების შექმნის მცდელობები არაერთხელ ყოფილა. ისტორიას ახსოვს უფრო ეფექტური ვარიანტებიც. მაგალითად: 1912 წელს, იტალიის შეიარაღებას შეემატა საბრძოლო ველოსიპედი მძლავრი ტყვიამფრქვევით. არ გეგონოთ, რომ მებრძოლი ამ ტრანსპორტით გადაადგილების მომენტში ისროდა. გასროლამდე საჭირო იყო ჯერ ველოსიპედის დაკეცვა და მხოლოდ ამის შემდეგ ხსნიდა იგი ცეცხლს. დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და საფრანგეთში შექმნილი იყო ე.წ. ველოსიპედების ქვედანაყოფები, რომლებიც ძირითადათ ტერიტორიების პატრულირებით იყვნენ დაკავებული. უგზოობის შემთხვევაში, მებრძოლები, ასევე კეცავდნენ ველოსიპედებს და ფეხით აგრძელებდნენ გზას. იაპონელები ტრანსპორტის ამ სახეობას იყენებდნენ მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მარაგების გადასაზიდად. მისი გამოყენება შეზღუდული იყო, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იდეალური გზები არც ისე ბევრი იყო. რაც მთავარია, მე-20 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის დროს, კაუჩუკის დიდი დეფიციტი იყო, ამიტომ მისი გამოყენება ველოსიპედის რეზინების დასამზადებლად დიდი ფუფუნება იყო. რუსეთში ველოსიპედებს იყენებდნენ როგორც მეფის, ასევე საბჭოთა არმიაში. აღნიშნული ტრანსპორტი ყველაზე ეფექტური იყო სხვადასხვა დავალების შესასრულებლად, მაგალითად, შეტყობინების მისატანად ან დარბევის დროსაც კი. 1887 წელს პოტიომკინმა გამოუშვა წიგნი "ველოსიპედი და მისი გამოყენება სამხედრო საქმეში", რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ველოსიპედის პოპულარიზაციას მეფის რუსეთის არმიაში. 1890-იან წლებში ველოსიპედის მართვა რუსეთის იმპერიის ჯარისკაცების ფიზიკური მომზადების აუცილებელი ნაწილი გახდა. ყველაფრის მიუხედავად, პირველი მსოფლიო ომის დროს ველოსიპედები ყოველთვის არ ამართლებდა. სოფლის ტიპის დასახლებაში მისი მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა 8კმ/სთ, ისიც იმის გათვალისწინებით, რომ მანძილის ნახევარი ჯარისკაცს ხელით მიჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ველოსიპედებით ხშირად მიდიოდნენ დასაზვერად. მოტოციკლისგან განსხვავებით, მისი საშუალებით უხმაუროდ შეიძლებოდა გარკვეულ ობიექტთან მიახლოება. ველოსიპედის დანაყოფები საბოლოოდ გაუქმებული იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ავტოტრანსპორტოს სწრაფმა განვითარებამ საბოლოოდ გამოდევნა არმიიდან ველოსიპედი და კავალერია. გაეცანით შემდეგ სტატიებს:ქვეყანა, სადაც მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოა ახლო აღმოსავლეთის თვითნაკეთი ბრონემანქანები უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა მალაიზიის ქალთა საქმეების მინისტრის მოადგილემ ქმრებს მოუწოდა, სცემონ ჯიუტი ცოლები თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?) საინტერესო ფაქტები საბჭოთა ავტომობილების სახელწოდებების შესახებ საიდან მოდის ჭიქების მიჯახუნების ტრადიცია გაეცანით ადამიანის სხეულის თავისებურებებს და დაადგინეთ, ხართ თუ არა უნიკალური რატომ ვერ ხედავენ მამაკაცები ყველა დეტალს, ქალები კი ყველაფერს ამჩნევენ? ალკოჰოლის გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული მეთოდი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ 163 3-ს მოსწონს
|