იმერეთი ქუთაისში ახალგაზრდა კაცი ცოლის ბიძაშვილმა მოკლა - რა იყო მკვლელობის სავარაუდო მიზეზი? 2022, 2 აპრილი, 13:31 ![]() ![]() სამართალდმაცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. იგი 1995 წელს დაბადებული ს.ყ. აღმოჩნდა.ნივთმტკიცებად ამოიღეს მკვლელობის იარაღი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულს და გარდაცვლილს, ტიტე კორძაძეს ნათესაური კავშირი ჰქონდათ. გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებული ქალის სიძე იყო. ტიტე კორძაძის მეუღლე დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული მისი ბიძაშვილი სწორედ მას აბრალებდა მეუღლის მკვლლეობას, სწორედ ეს გახდა საბარაუოდო მკვლელობის მიზეზი. "როგორც თქვეს გოგონა, ცოლის ნათესავი იყო და ადანაშაულებდა თურმე შენ მოკალი ჩემი ბიძაშვილიო, მე ასე გავიგე." "როგორც ამბობენ, გოგონა ტიტეს ცოლის გარდაცვალებას აბრალებდა, რაც კონფლიქტის და შემდეგ მკვლელობის მიზეზი გახდა" - ამბობენ ადგილობრივები. ![]() "ტიტე მთელი სოფელი დაგტირის, სული გვეწვის ალალმართალო ბიჭო! უბოროტო, კეთილო... მართალი ყოფილა, რომ ამბობენ ღმერთსაც კარგები უნდაო. კარგი არა საუკეთესო ადამიანი იყავი შენს სახელს დავიწყება არ უწერია"-წერენ სოციალურ ქსელში. ![]() 2046 3-ს მოსწონს
|