x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
შემოქმედი ადამიანის ტვინი მართლაც სხვაგვარად მუშაობს - კვლევის შედეგები

კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი, აშშ) ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, ნეირომეცნიერების და სხვა დისციპლინების სპეციალისტთა ჯგუფმა, გამოქვეყნებულია ჟურნალში Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts.


image
ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების (Big C, ასე უწოდეს მათ კვლევის ავტორებმა ) თავის ტვინის მუშაობის კვლევაში მონაწილეობა საკუთარი სურვილით ოცდაერთმა მხატვარმა და ამდენივე მეცნიერმა მიიღო. ასევე შედარებისთვის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ინტელექტუალური ადამიანები, რომელთა მონაცემებიც ემთხვეოდნენ Big C-ს ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა და IQ დონის მიხედვით, მაგრამ არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული შემოქმედებითი შესაძლებლობებით.



ყველა მონაწილეს მიეცა დავალება განსხვავებული (ერთი და იგივე პრობლემის მრავალი სხვადასხვა შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის ძიება) და კონვერგენციული (ლოგიკური) აზროვნებისთვის, რომელიც მოიცავდა პრობლემის ერთადერთი სწორი გადაწყვეტის ძიებას.


დავალების შესრულების დროს, თუ როგორ ურთიერთობენ მონაწილეთა თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთთან, მკვლევარები რეალურ დროში აკვირდებოდნენ ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებით.



აღმოჩნდა, რომ კრეატიული ადამიანების ტვინი მართლაც სხვანაირად მუშაობს, თუ ჩვეულებრივ ადამიანებში ნერვული კავშირები ტვინის რეგიონებს შორის მიჰყვება "გათელილ ბილიკებს", შემოქმედებით ადამიანებში ეს პროცესები ხდება არასტანდარტულად.



თავის ტვინის ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია, უფრო სწრაფად ეკონტაქტება ერთმანეთს არასტანდარტული გზების გამო, რომლებზეც გადის ნერვული კავშირები.


სიცხადისთვის, კვლევის ავტორებმა ასეთი მაგალითი მოიყვანეს, უზარმაზარ ავიაჰაბში ადამიანები დიდხანს ელოდებიან, თუ როდის მოვა მათი თვითმფრინავი, ამ დროს კი Big C ქირაობს კერძო თვითმფრინავს, რათა პირდაპირ გადაფრინდეს შორეულ ქალაქში“, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა არიანა ანდერსონმა (Ariana Anderson), Big C -სთვის დამახასიათებელია შემოქმედებითი ამოცანების შესრულებისას ტვინის შორეულ ნაწილებს შორის ახალი ნერვული კავშირების უზარმაზარი რაოდენობის მყისიერად გაჩენაა, რაც ხელს უწყობს მათ გადაჭრას.


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0