x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12 ფაქტი იმის შესახებ, თუ რა ხდება ორგანიზში, როდესაც მოწევას თავს ანებებენ

image


1. პირველი ცვლილება 20 წუთის შემდეგ დგება — უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ხელის და ფეხის თითებში მგრძნობელობა იზრდება.

2. 8 საათის შემდეგ, სისხლში ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობა მცირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჟანგბადის დონე ორგანიზმში უკვე ნორმის ფარგლებში დგება.

3. 2 დღიანი თავშეკავების შემდეგ, ორგანიზმი სრულად იწმინდება ნიკოტინისგან. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც ნიკოტინი მთლიანად გამოიყოფა, მოწევის სურვილი მაქსიმალურად იზრდება.

4. მოწევის შეწყვეტიდან, ორი დღის შემდეგ, გემოვნების რეცეპტორები ნორმალურად იწყებენ ფუნქციონირებას. შედეგად, ადამიანი უფრო კარგად შეიგრძნობს საკვების ნიუანსებს და კერძში სხვადასხვა სახის სანელებელს (მარილი, პილპილი), საგემოვნო თვისებების გასაძლიერებლად, უფრო ნაკლებად ამატებს.

5. ორი დღის შემდეგ, ძლიერდება ყნოსვის რეცეპტორებიც.

6. სამი დღის შემდეგ, ფილტვებში მოციმციმე ეპითელიუმი აღდგება. მოწევა ანადგურებს მიკროსკოპულ წამწამებს, რომლებიც სასუნთქ გზებს ასუფთავებენ. საბედნიეროდ, ამ წამწამებს რეგენერაციის უნარი გააჩნია.

7. არტერიული წნევა ერთი კვირის შემდეგ მცირდება, რაც ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გულის და თირკმელების უკმარისობის და სტენოკარდიის რისკს ამცირებს.

8. ხველა, მოწევაზე უარის თქმიდან, ორი კვირის შემდეგ ქრება. თუმცა, ერთბაშად არა, რადგან ფილტვებს დრო სჭირდება, მათში დაგროვილი, მავნე ნივთიერებების მოსაშორებლად.

9. ორ კვირაში სისხლის მიმოქცევა სრულად აღდგება, რაც დადებითად აისახება სექსუალურ ფუნქციებზე.

10. მოწევისთვის თავის დანებებიდან, სამი თვის შემდეგ, კანის ტონალობა თანაბრდება. ნიკოტინი, კანის ზედა ფენებში, სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რის გამოც ის უფერულდება, შრება და იქერცლება. ნიკოტინი ასევე ასტიმულირებს ნაოჭების წარმოქმნას, რადგან კოლაგენის გამომუშავებას ბლოკავს.

11. თუ ერთი წლის მანძილზე, ადამიანი სიგარეტს საერთოდ არ მოწევს, მწეველის ყველაზე ნათელი ნიშნები — თამბაქოს ელფერი ფრჩხილებზე და ყვითელი ნადები კბილებზე, ქრება.

12. მოწევაზე უარის თქმიდან 5 წლის შემდეგ, ინსულტის რისკი ნორმის ფარგლებს უბრუნდება. ხოლო, კიდევ 10 წლის შემდეგ, კიბოს განვითარების რისკი ყოფილ მწევლებში, ისეთივეა, როგორიც არამწევლების შემთხვევაში.


image


imageimageimageimage




0
932
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
932
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0