x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დავით კლდიაშვილის 8 საოცარი გამონათქვამი
დავით კლდიაშვილის 8 საოცარი გამონათქვამი

იხილეთ დავით კლდიაშვილის 8 საოცარი გამონათქვამი:


1.”ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ... ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე... გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად... თუ რამ დავიჯინეთ, იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ, თუნდაც რომ მტყუანი ვიყვეთ... უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა, საშუალებასაც აღარ გავარჩევთ, ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ... დათმენა არ არის... — ხშირად არც კი გვინდა ვიცოდეთ. და აი, სადამდის მივყავართ ამნაირ ჩვენს ხასიათს... თვით ღმერთსაც კი ვებრძვით... კაცი წმინდანს ებრძვის, რატომ ჩემს ნებაზე არ გაიარეო, რატომ ჩემი ნება არ აასრულეო... ამაზე მეტი შეიძლება?! აი, სადამდის მივყავართ ჩვენს გულფიცხობას... აი, სადამდის მიდის ჩვენი უგუნური გულისწყრომა!.. დამშვიდდით შვილებო, ისწავლეთ მოთმინება, რომ გულფიცხობაში ჩადენილი საქციელი შესანანებლად ისევ თქვენვე არ დაგრჩეთ!..”

2.“ღმერთმა დასწყევლოს ამნაირი გაძაღლებული ცხოვრებაც!.. მშიერ, გაღატაკებულ კაცს რავა უნდა ენდო კაცი?! პატიოსნებაც დავიწყებული აქვს და სვინდისიც, ცოდვათაც აღარ მიაჩნია, თუკი რამე წაგღლიტა, წაგაფცქვნა, მოგატყუა, გაგაცუცურაკა! ყორიფელი დავიწყებული აქვს ამ ოხერი გაფშიკებული კუჭის გამოისობით!”


3.“თავს ნურავის დააჩაგვრინებ, თვარა თუ ერთხელ მიგეჩვიენ დაწიხვლას, მერე სუყველა მოგინდომებს დაბრიყვებასა და დამცირებას...”

4.“ჭკუა უნდა ყორიფელს, ჭკუა! თუ იგი ხელთა მაქვს, არც არაფერს წავაგებ რამეს!”

5.” სადაც მეტი ხალხია, იქ მეცადინე კაცისთვისაც უფრო მეტია შემთხვევაც რამე იშოვოს!”

6.“ყველასაგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის უსაშველობაზე, თავის გაჭირვებაზე... თავის გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება, თორემ მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ... ყველა წუხს, ყველა დაღონებულია, ბედის მომჩივანია... ასე მეჩვენება, თითქოს ქვეყანაზე მწუხარების მეტი არა იყოს-რა... ყველაფერი უხალისო, უფერული, ჩამობნელებული მეხატება!."

7.“აბა, ის რა კაცია, მარტო თავის თავზე ფიქრობდეს... არა, შენი საქმეც გეიკეთე და ქვეყნისათვისაც იყავი სასარგებლო...”

8.“სინდისდაკარგულთან რა გაგივა!"

0
307
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0