x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩაწყობილი" სტუმრობა და მილიონერი გოლიათი საქართველოდან - სახალისო ისტორია ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრებიდან
image

"ჩაწყობილი" სტუმრობა და მილიონერი გოლიათი საქართველოდან

ზურაბ ქაფიანიძის ცხოვრებიდან


ცნობილი ავსტრიელი მსახიობი კლაუს ბრანდაუერი იყო ჩამოსული, რომელმაც ოსკარი მიიღო მეფისტოფელის როლის განსახიერებისთვის. მიაბარეს ზურა ქაფიანიძეს. საქართველო შემოატარა სტუმარს. სადაც უნდა მისულიყვნენ, გაიშლებოდა სუფრა, გულში იკრავდა მასპინძელი ჯერ უცხოელს და მერე შინაურს



- იმასაც პირველად შესულს თავის ოჯახში, მაგრამ ოჯახის წევრივით საყვარელს...

კლაუსი განცვიფრებულა, სად შეთანხმებულხართ ჩემს მისაღებადო. იცინოდა გულგადაღეღილი ზურა ქაფიანიძე, თვალებში სხივები უელავდა: როგორ დაგაჯერო, რომ არც ვიცნობდი ამ ხალხს, პირველად ვნახე შენთან ერთადო. კლაუსი უნდობლად აქნევდა თავს, - ჩაწყობილიაო.


გომბორის გადასასვლელზე ღვინო მოუთხოვია სტუმარს. ირგვლივ არც სახლია, არც კაცი... ზურამ - ახლავეო! თან თურმე გულში ფიქრობდა, ახლა რა ვქნა, სად წავიდე, ღვინო საიდან გავაჩინოო. ბედად გამოუვლია ღვინის ცისტერნას. გადასდგომია ზურა. ბიჭო, ღვინო მინდა სტუმრისთვის, იქნებ ცოტა ჩამოგვისხაო. ღვინო გინდაო - ყოჩაღად მოახტა ცისტერნას მძღოლი, - აბა, ჭურჭელი მაიტაო... გაოგნებულა სტუმარი, აქ მაინც როგორ ჩააწყვეო. აბა, როგორ აეხსნა ზურაბ ქაფიანიძეს, რომ თავის სახლში იყო, თავის საქართველოში, მისი და სხვისი სტუმარი რა გასაყოფი იყო, სტუმარი საქართველოში ხომ ღვთისაა.

image

ბოლო შეხვედრა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაუმართეს. ზაფხული იყო და უცებ დარბაზში მერცხალი შეფრინდა, წრე დაარტყა და ისევ ცას მიაშურა. ყველამ ყურადღება მიაქცია. კლაუსმა არ გაიკვირვა: - ეგეც ზურას ჩაწყობილი იქნებაო!
დღეს 1 აპრილს დაბადებიდან 85 წელი შერუსრულდებოდა ზურაბ ქაფიანიძეს.
0
724
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0